შენგელიას "ბასკონიამ" მიუნხენშიც იმარჯვა და პლეი-ოფის ზონას მიუახლოვდა

AutoSharing Option
ევროლიგის 27-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" მიუნხენში "ბაიერნი" 80:71 დაამარცხა.

შენგელიამ 27:31 წუთში 11 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი), 4 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 18-ს გაუტოლდა.

თორნიკეზე უკეთესი კოეფიციენტი მხოლოდ მასპინძელთა გუნდის კალათბურთელ გრეგ მონროს ჰქონდა - 29.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის, მეტ ჯენინგის ანგარიშზე 8 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაა.

"ბასკონიამ" ტურნირზე რიგი წარუმატებელი მატჩების შემდეგ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა (წინა ტურში საკუთარ მოედანზე "ცრვენა ზვეზდას" 71:56
სძლია), 11 მოგებით მე-13 ადგილზეა, პლეი-ოფის ზონას 1 მოგებაღა აშორებს და 6 მარტს ბერლინის "ალბას" უმასპინძლებს.

altვერ გააჩერეს, ვერა - 2 ოვერტაიმი და შენგელიას 32 ქულა, 13 მოხსნა და 44-იანი კოეფიციენტი!

altთოკო შენგელიას ლამაზი პასი და 18 ქულა ევროლიგაზე [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
თოკო ძალიან მაგარია და ძალიან მაგარ სათამაშო ფორმაშია, მაგრამ არ შეიძლება ისეთ გუნდში გადავიდეს, რომ რამე ტიტულებიც მოიგოს? საბოლოვო ჯამში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, სპორტსმენების სიძლიერე მაინც მოგებული ტიტულებით განისაზღვრება, არაა?
?!
05 მარტი 2020 10:23
0
თოკო მაგარ ფორმაშია, ჯენინგი კი მაკფადენის დონის ნახევარსაც ვერ თამაშობს სხვა დონეა
irakli
05 მარტი 2020 08:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული