კალათბურთი

ლეგიონერები

შენგელიას "ბასკონიამ" მიუნხენშიც იმარჯვა და პლეი-ოფის ზონას მიუახლოვდა

AutoSharing Option
ევროლიგის 27-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" მიუნხენში "ბაიერნი" 80:71 დაამარცხა.

შენგელიამ 27:31 წუთში 11 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი), 4 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 18-ს გაუტოლდა.

თორნიკეზე უკეთესი კოეფიციენტი მხოლოდ მასპინძელთა გუნდის კალათბურთელ გრეგ მონროს ჰქონდა - 29.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის, მეტ ჯენინგის ანგარიშზე 8 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაა.

"ბასკონიამ" ტურნირზე რიგი წარუმატებელი მატჩების შემდეგ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა (წინა ტურში საკუთარ მოედანზე "ცრვენა ზვეზდას" 71:56
სძლია), 11 მოგებით მე-13 ადგილზეა, პლეი-ოფის ზონას 1 მოგებაღა აშორებს და 6 მარტს ბერლინის "ალბას" უმასპინძლებს.

altვერ გააჩერეს, ვერა - 2 ოვერტაიმი და შენგელიას 32 ქულა, 13 მოხსნა და 44-იანი კოეფიციენტი!

altთოკო შენგელიას ლამაზი პასი და 18 ქულა ევროლიგაზე [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ