ნამდვილი საოცრება - შენგელიამ და ჯენინგმა ბასკონიას წაგებული თამაში მოაგებინეს და პლეი-ოფის ზონას მიუახლოვდნენ

AutoSharing Option
ევროლიგაზე შენგელიას "ბასკონიამ" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და თან, რა გამარჯვება!

"ბასკონიამ" სახლში "ალბას" 73:72 სძლია, არადა წაგებასთან ძალიან ახლოს იყო. მესამე პერიოდში სტუმრები 51:35 დაწინაურდნენ, შეხვედრის დასრულებამდე 3.2 წამით ადრე მასპინძლები სამქულიანით მეტ ჯენინგმა წინ გაიყვანა, ბოლოს შენგელიამ ლუკ სიკმას დაუფარა და მოიგეს.

შენგელიამ 34:26 წუთში 24 ქულა (13-დან 8 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 7 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 28-ს გაუტოლდა და ბომბარდირობასთან ერთად MVP-ც გახდა.
აღსანიშნავია, რომ თორნიკემ ბოლო პერიოდში 11 ქულა ჩააგდო.

ჯენინგმა "ბასკონიას" 10 ქულა შესძინა.

"ბასკონია" 12 ქულით მე-13 ადგილზეა და მე-7 და მე-8 პოზიციაზე მყოფ "ხიმკისა" და "ფენერბახჩეს" 1 მოგებითღა ჩამორჩება, 12 მარტს კი თელ-ავივის "მაკაბის" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თოკომ დაგლიჯა. ბასკონიამაც ზევით ამოიწია და პლეი-ოფში მე-8 ადგილით გასვლის რეალური შანსიც გაჩნდა.
kalatburtis gulshematkivari
10:08 07-03-2020
0
ჯენინგი რაც არ უნდა ათამაშდეს, ჩვენ მაინც ვერ გამოგვადგება, რადგან ჩვენ მსროლელზე უფრო გამთამაშებელი გვჭირდება.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული