კალათბურთი

ლეგიონერები

შერმადინი ბომბარდირი და საუკეთესო იყო - პლეი-ოფის გადამწყვეტი მატჩი ტენერიფეში გაიმართება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მეორე მატჩში გიორგი შერმადინის "იბეროსტარი" ბელგიაში "ოსტენდესთან" 69:75 დამარცხდა.

პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე "იბეროსტარს" 85:75 ჰქონდა მოგებული. სერიაში ანგარიში გათანაბრდა და მესამე, გადამწყვეტი დაპირისპირება 18 მარტს ტენერიფეში მაყურებელთა გარეშე ჩატარდება, რაც ფაქტობრივად, ნეიტრალურ მოედანზე თამაშია. წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში ლიეტუვური "ლეიტკაბელისის" მძლეველ "სარაგოსას" დაუპირისპირდება.

შერმადინმა 19:59 წუთში 19 ქულა (10-დან 6 ორქულიანი, 8-დან 7 საჯარიმო), 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ხოლო მარგი ქმედების 18-იანი კოეფიციენტით ბომბარდირობასთან ერთად მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო.