"მამუკელაშვილი NBA-ში ითამაშებს", - ამბობს "სეტონ ჰოლის" მწვრთნელი

AutoSharing Option
ამერიკულმა გამოცემა app.com-მა NCAA-ს ლიგის "სეტონ ჰოლს" მომავალი სეზონისთვის 5 რეკომენდაცია მისცა, რომელთა შორის პირველი სანდრო მამუკელაშვილის შენარჩუნება.

1. შეინარჩუნეთ სანდრო მამუკელაშვილი

211 სანტიმეტრი სიმაღლის მოთამაშე ზუსტად ისვრის და ბურთს კარგად ატარებს, ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავია. მწვრთნელმა უილარდმა თქვა, რომ ის NBA-ში ითამაშებს.

ყველაფერი კორონავირუსის გამო გაურკვეველია და არავინ იცის, რა ვითარება იქნება მაისში.

"ის დრაფტზე დადგება და აგენტთან ერთად იმუშავებს. დაინახავს, რა მდგომარეობაში იქნება იმ დროისათვის და გზას გავაგრძელებთ. არ ვიცი, ეს როგორ
დასრულდება, მაგრამ წინათგრძნობა მკარნახობს, რომ გენერალური მენეჯერები და სკაუტები მის თამაშებს ნახავენ და შეაფასებენ, - განაცხადა უილარდმა.

გაურკვეველი სიტუაციის გამო დრაფტზე შესაძლოა, უფრო ნაკლები კალათბურთელები იყვნენ.

"ერთი რამ ცხადია, თუ მამუკელაშვილი დარჩა, სტუდენტურ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იქნება", - დასძინა უილარდმა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მამუს ყველა თამაშს ვადევენებ თვალს. Uკვე მესამე წელია სეტონ ჰოლლში და ძლანია მოზლიერდა ფიზიკურად. ამას გარდ მოედან ძალიან კარგად ხედავს და ბურთსაც ბევრად კარგად ფლობს ვიდრე მისი ზომის ბევრი მოთამაშე.აქვს კარგი რბილი სასროლი ხელი და კარგადაც ესვრის ყველა დისტანციიდან. სეტონ ჰოლში გამთამაშებლები ჰყავთ ძალიან საშუალო დონის რომელნიც ბევრჯერ თავის თავზე იღებენ თამაშს და გუნდს სწირაენ ხოლმე. ბევრჯერ მაილს პაუელის შეცდომების გამო აგებენ, რომელიც გუნდში ვარსკვლავად ითველბა მაგრამ ბევრჯერ პასს არ უშვებს და ბევრს მაზავს, ამის გამო სეტონ ჰოლმა ბოლო თამაშები წააგო, თან ისეთები რომელიც მოსაგები ჰქონდათ. ეს მწვრთნელის ბრალია რადგან დროულად არ აკეთებს სწორ შეცველბს და ხშირად ეშლება. მამუ ნბა-ში კარგ კარიერა აიწყობს რადგა მისნაერი ფიზიკური კალათბურთია ნბა-სი და ადვლიად შეეგუება.
niko
17:40 21-03-2020
0
ჯერ ნბა ადრეა, ერთი სეზონი ისევ სეტონ ჰოლში უნდა გაატაროს. ისე კი, მე პირადად მამუკელაშვილი დანილო გალინარის მაგონებს პარამეტრებით, გარკვეულწილად თამაშის სტილითაც, გალინარისავით მოძრავია, სამქულიანსაც კარგად ისვრის. მონაცემები ნამდვილად აქვს, რომ კარგ დონეზე ითამაშოს.
კალათბურთის გულშემატკივარი
12:39 21-03-2020
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული