კალათბურთი

ლეგიონერები

"მამუკელაშვილი NBA-ში ითამაშებს", - ამბობს "სეტონ ჰოლის" მწვრთნელი

AutoSharing Option
ამერიკულმა გამოცემა app.com-მა NCAA-ს ლიგის "სეტონ ჰოლს" მომავალი სეზონისთვის 5 რეკომენდაცია მისცა, რომელთა შორის პირველი სანდრო მამუკელაშვილის შენარჩუნება.

1. შეინარჩუნეთ სანდრო მამუკელაშვილი

211 სანტიმეტრი სიმაღლის მოთამაშე ზუსტად ისვრის და ბურთს კარგად ატარებს, ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავია. მწვრთნელმა უილარდმა თქვა, რომ ის NBA-ში ითამაშებს.

ყველაფერი კორონავირუსის გამო გაურკვეველია და არავინ იცის, რა ვითარება იქნება მაისში.

"ის დრაფტზე დადგება და აგენტთან ერთად იმუშავებს. დაინახავს, რა მდგომარეობაში იქნება იმ დროისათვის და გზას გავაგრძელებთ. არ ვიცი, ეს როგორ
დასრულდება, მაგრამ წინათგრძნობა მკარნახობს, რომ გენერალური მენეჯერები და სკაუტები მის თამაშებს ნახავენ და შეაფასებენ, - განაცხადა უილარდმა.

გაურკვეველი სიტუაციის გამო დრაფტზე შესაძლოა, უფრო ნაკლები კალათბურთელები იყვნენ.

"ერთი რამ ცხადია, თუ მამუკელაშვილი დარჩა, სტუდენტურ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იქნება", - დასძინა უილარდმა.