შერმადინი MARCA-ს საუკეთესო ხუთეულშია და მხოლოდ 1 კალათბურთელს ჩამორჩება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და კანარის კუნძულების კლუბ "იბეროსტარ ტენერიფეს" ცენტრი გიორგი შერმადინი ყველაზე პოპულარულმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემა MARCA-მ "ლიგა ენდესის" ტოპ 5 კალათბურთელს შორის შეიყვანა.

წყარო აღნიშნავს, რომ თუ კორონავირუსის გამო შეწყვეტილი ჩემპიონატის განახლება მოხერხდა, სწორედ ეს ხუთი კალათბურთელი მოხვდება ლიგის საუკეთესო 5-ეულში - ნიკოლა მიროტიჩი ("ბარსელონა"), გიორგი შერმადინი, კლემენ პრეპელიჩი ("რეალი", განათხოვრებული "ხუვენტუდში"), აქსელ ბუტილი ("უნიკახა"), ასკია ბუკერი ("მურსია").

აი, რას წერს MARCA გიორგი შემადინის შესახებ:

"ქართველი ცენტრი პირველ სეზონს ატარებს "იბეროსტარ ტენერიფეში" და რეიტინგის მიხედვით, ლიგის მეორე საუკეთესო კალათბურთელია.
მისი მოქმედება საშუალოდ 23,7 ქულით ფასდება. ამასთანავე, მისი გუნდი შესანიშნავად თამაშობს და "ბარსელონას" 5 მოგებით ჩამორჩება, "რეალს" კი - მხოლოდ ერთით.

შერმადინის საუკეთესო შეფასება ამ სეზონში 42 იყო, ხოლო ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 32 ქულა ჩააგდო. შერმადინი პერიმეტრს შიგნიდან შესანიშნავად ისვრის და ფარსაც საიმედოდ იცავს საშუალო 7,1 მოხსნით."




მკითხველის კომენტარები / 1 /
ხვიჩა,ფეისბუკ გვერდზე ვერ მოიძებნე და ისევ აქედან გეხმიანები.სტატიაში,შერმადინი ფეხბურთელად გყავს მოხსენიებული.შეასწორე.ამ ჩემი პოსტის გამოქვეყნება კი,საჭირო არ არის.
სოსო
20:31 27-03-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული