Defensacentral: თორნიკე შენგელიას "რეალში" გადასვლა რეალური ხდება - პაბლო ლასო ტრანსფერით პირადადაა დაინტერესებული

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტმა ტომი ედუარდომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბასკონიას" კაპიტან თორნიკე შენგელიას სამსახურით მადრიდის "რეალია" დაინტერესებული, ახლა კი შესაძლო ტრანსფერის შესახებ მკითხველს Defensacentral-მა ამცნო.
ექსკლუზივი: "რეალი" ყურადღებით აკვირდება, გადაწყვეტს თუ არა "ბასკონია" შენგელიას გაყიდვას

შენგელიას ბასკურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი სამსახურით აგრეთვე მილანის "ოლიმპიაა" დაინტერესებული.

"რეალს" შემადგენლობის გასაძლიერებლად ბევრი ვარიანტი აქვს და მათ შორის შენგელიაა.

შენგელია დიდ ყურადღებას იპყრობს და მასზე მრავალი ინფორმაცია ვრცელდება. "ოლიმპია" თორნიკესთან კონტრაქტის გაფორმებით ძალიან დაინტერესებულია. კრიზისიდან გამომდინარე, ბასკური კლუბი შეიძლება
იძულებული გახდეს, თავისი მთავარი ვარსკვლავი გაყიდოს.

მოვლენების განვითარებას ყურადღებით ადევნებს თვალს "რეალი", რომლის მწვრთნელს, პაბლო ლასოს ყოველთვის ხიბლავდა შენგელიას თამაში. იმის გათვალისწინებით, რომ მეჯრი გუნდს დატოვებს, ტომპკინსს კონტრაქტი არ გაუგრძელებია, ხოლო რეიესი თავისი კარიერის ფინიშის სწორზე იმყოფება, გუნდში ადგილიც გამოთავისუფლდება და ლეგიონერის კვოტასთან დაკავშირებული პრობლემაც არ იარსებებს.

შენგელიას "რეალში" გადასვლის საკითხი დღის წესრიგში 2017 წელსაც იდგა. მაშინ ეს ვერ მოხერხდა. ახლა ყურადღებით აკვირდებიან და შანსის გამოყენებას შეეცდებიან.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ფული აქვთ კი იხადონ , კოტრდებაო ბევრი გუნდიო
Degraf
28 აპრილი 2020 13:07
1
თოკო არის ყველა დროის საუკეთესო ქართველი კალათბურთელი ტოჩკა!
ოზეკი.
27 აპრილი 2020 17:59
6
არც დერიუგინი უნახავს
დავით67
02 მაისი 2020 21:19
0
ეჰჰ აბა შენ ქორქია არ გინახამს და საკანდელიძე . ერთ-ერთი საუკეთესოა შენდღელია მაგრამ საუკეთესო არა.ფანძულია დეგევიწყდა კიდო
Toma babu
29 აპრილი 2020 14:18
0
ყველა გამოხმაურება
ზუტად ახლა უნდა დაამტკიცოს შენგელიამ,რომ NBA ში თამაშს იმსახურებს.თანაც ბასკონიაში ამაზე მეტს ვერ მიახწევს და ვერ განვითარდება.ან ახლა ან ამის მერე მგონი აღარ ექნება შანსი უკეთეს გუნდში თამაშის.ისე ცოტა სროლაში რო მიზანსაც გაასწორებდეს ევროპაში ბადალი არ ეყოლება.წარმატებები თოკოს,სამაგალითო სპორტსმენი და სამაგალითო ქართველია!!!
Jordan Beli
27 აპრილი 2020 16:18
1
SL mozgachi xar ra:)))))))
Duta
30 აპრილი 2020 01:19
1
ნბა-ში ისეთი მაგარი თამაშები აქვს ჩატარებული, რომ დასამტკიცებელი აღარაფერი იყო, უბრალოდ უნდა დრო მიეცად და ცოტა მეტი მაინც ეთამაშებინათ. მაგრამ რბილად ვამბობ ცუდი ბიჭები არიან. იქ დროის განაწილების საკითხი სხვანაირად წყდება (რაც დიდი თემაა). ასე რომ ნბა-ზე ლაპარაკის დროს ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი: გუნდი, კონტრაქტის თანხა, სათამაშო დროის გარანტიები, კონტრაქტის ვადა, გუნდის ამბიციები და მართლა კიდევ ბევრი სხვა დეტალი. ეგრე ზერელედ ნუ უყურებთ.
SL
28 აპრილი 2020 09:22
1
შოთა მართალი ხარ!!! ალიკა სამკურნალოა!!!ამ გახურებულ კორონაში მაგას ეტყობა ფსიქიატრი სჭირდება
G.l.
27 აპრილი 2020 16:11
0
წარმატებებს ვუსურვებ!!!
tngh
27 აპრილი 2020 15:33
0
რა რეალი,რაის მადრიდი დარᲩი სახლᲨი,ანუ ბასკონიაᲨი
ბასკი
27 აპრილი 2020 13:29
9
თოკომ ეგენი დაინტერესებულები არიან მაგრამ მე არ მინდაო ბასკონიაში ჩემზეა თამაში აგებული და მანდ როტაციებში ჩამსვავენო
Simartle.nw
27 აპრილი 2020 09:30
4
Es chemi piradi azriada tavs aravis vaxvev,aportis nebismier saxeobashi realis formit chem shvilsac kiar vubaleahikeb aratu amas
Alika
27 აპრილი 2020 01:21
51
ალიკა არ გეწყინოს მაგრამ, ეს ავადმყოფობაა.
შოთა
27 აპრილი 2020 09:08
1
წინსვლა და ძალიან კარგ გუნდში ასპარეზობა, ვფიქრობ ყველას ძალიან გაგვეხადება!!!
წარმატებები თოკოს!!!
დათო
27 აპრილი 2020 00:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული