მჯერა, ეს კარიერაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა - "შერმინატორმა" კანარელებთან გაახანგრძლივა

AutoSharing Option
"იბეროსტარ ტენერიფეს" ოფიციალური ვებგვერდის ინფრმაციით, კანარულმა კლუბმა და საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ხელშეკრულება გაახანგრძლივეს და "შერმინატორი" "იბეროსტარში" 2023 წლამდე დარჩება.

გიორგის ძალიან კარგი სადებიუტო სეზონი ჰქონდა კუნძულელთა შემადგენლობაში და გასაკვირი არ ყოფილა კლუბის სურვილი, გაეგრძელებინა კონტრაქტი. თუმცა, როგორც ჩანს, შერმადინიც ძალიან კმაყოფილია კლუბით.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვაგრძელებ თამაშს. ყველამ იცის, რომ "იბეროსტარი" ძალიან კარგი კლუბია. მწვრთნელები და მთელი პერსონალი ბრწყინვალე ადამიანები არიან. გვყავს საოცარი ფანები და განსაკუთრებული ატმოსფერო.

იმედი მაქვს, ყველაფერი კარგადვე გაგრძელდება, კალათბურთისაგან სიამოვნებას მივიღებთ. ვეცდებით
ტიტულის მოგებას. სულ ერთია, ეს ესპანეთში იქნება თუ ჩემპიონთა ლიგაზე, მთავარია, ყველას გახარება შევძლოთ.

დარწმუნებული ვარ, "იბეროსტართან" კონტრაქტის გახანგრძლივება ჩემს კარიერაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა. გუნდი ყველაფერს მაძლევს: საჭირო ვარჯიშები, თავისუფლება და პარკეტი... ამასთანავე, კლუბის სისტემაც ძალიან მეხმარება.

გუნდში საოცარი კალათბურთელები გვყავს, ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა, და ზოგადად, მიმაჩნია, რომ ეს ჩემთვის საუკეთესო არჩევანი არის", - განაცხადა გიორგიმ.

შერმადინი "იბეროსტარს" გასული სეზონის წინ "უნიკახადან" შეუერთდა. ლიგა ენდესაში შერმადინი საშუალოდ 18,3 ქულას, 7,3 მოხსნას აგროვებდა და მისი სარგებლიანობის საშუალო კოეფიციენტი 23,7 იყო. ამასთანავე, გიორგი ჩემპიონთა ლიგაზეც გუნდის საუკეთესო მოთამაშე გახლდათ საშუალოდ მოგროვებული 15,8 ქულით, 5,7 მოხსნითა და 18,2 სარგებლიანობის კოეფიციენტით.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ხო რა თქმა უნდა ეგრეჯობია აბა გრანდში რამდენჯერ გადადი იმდენჟერ არაფერი გამოგივიდა.
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული