ესპანური "იბეროსტარ ტენერიფეს" გამთამაშებელმა, ბრაზილიელმა მარსელინიო უერტასმა გიორგი შერმადინის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და ქართველი ცენტრი შეაქო.
-რამდენიმე დღის წინ გიო შერმადინმა შეგაქოთ და განაცხადა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის გვერდით რჩება... იგივეს თქმა შეგიძლიათ მასზე?
- რას ამბობთ, რა თქმა უნდა, ეს ხომ ცხადია. ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო დუეტი ვართ და თავიდან ძალიან კარგად დავიწყეთ, როგორც პარკეტზე, ისე მის გარეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ.
გუნდის ბაზის შესაქმნელად, ასეთი კალათბურთელებია საჭირო. გიო ძალიან ერგება ჩემს სტილსა და თამაშს. თუმცა ეს მხოლოდ
მე არ მეხება, არამედ მთელ გუნდს, ის ძალიან ბევრს გვაძლევს ფარზე თამაშით, პასების გაკეთებითა და გადმოვარდნილ ბურთზე ბრძოლით.
ძალიან ცოტა გუნდს შეუძლია ასეთი შენაძენით ტრაბახი. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მისთვის ხელშეკრულების გახანგრძლივება კლუბის პროექტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია."
37 წლის ბრაზილიელს კარიერის უდიდესი ნაწილი ესპანეთში აქვს გატარებული, "ბასკონიასა" და "ბარსელონას" რიგებში. 2 სეზონი უერტასმა NBA-შიც გაატარა, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" რიგებში. 1 წელი კი თავად კობი ბრაიანტის გვერდიგვერდ იყო პარკეტზე.
მომზადებულია eldia.es-ის მიხედვით