"ეგ პარკეტზე გააკეთე, გაიგე?!" - "ბასკონიას" მწვრთნელმა შენგელიას უყვირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიტორიის "ბასკონია" "უნიკახას" წინააღმდეგ ლიგა ენდესის ნახევარფინალში გასვლისათვის უმნიშვნელოვანეს მატჩს ატარებდა, როცა მეორე და მესამე მეოთხედების მიჯნაზე ბასკების წინააღმდეგ მეტოქემ 18:0-ზე გაქცევა აჩვენა და "ბასკონიას" მთავარმა მწვრთნელმა დუშკო ივანოვიჩმა ტაიმ-აუტი, ფაქტობრივად, თორნიკე შენგელიას დასატუქსად აიღო.

მწვრთნელმა კალათბურთელებს შედარებით მშვიდად მიმართა: "რასაც თქვენ აკეთებთ, როგორც თამაშობთ, ნამდვილად წაგება გინდათ!" ამას თოკოს ჟესტი მოჰყვა და ივანოვიჩმაც ტონს აუწია:

"ეგ პარკეტზე გააკეთე, გაიგე?! თოკო, ეგ პარკეტზე გააკეთე!" შენგელიამ კი მწვრთნელს მსაჯებთან დალაპარაკებისკენ მოუწოდა, შემდეგ კი დამრიგებლისთვის აღარაფერი უთქვამს.

თამაშის ბოლო წამები კიდევ უფრო
დაძაბული გამოდგა, თუმცა "ბასკონიამ" მაინც მოიგო და შერმადინის "იბეროსტარ ტენერიფეს" დახმარებით ლიგა ენდესის ნახევარფინალში გავიდა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვინც სპორტი იცის ყველა მიხვდება რომ ეს ძალიან ჩვეულებრივი მომენტია სპორტში და აქ საგანგაშო არაფერია
beqnuma
15:54 25-06-2020
0
hey toko in the game, on the court not here

თამაშში გააკეთე ეგ პარკეტზე, აქ არაო. არსად აქ ნახსენები არ არის გაიგე ბიჭო და მსგავსი რამ :))
გაიგე არ უთქვამს
00:42 25-06-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული