ფეხმტკივანიც კი დაფრინავს - შენგელიას 17 ქულა და "ბასკონია" ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში მასპინძელი "ვალენსია" 75:73 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

პირველი ტაიმი "ვალენსიამ" 9 ქულით მოიგო, მესამე მეოთხედი "ბასკონიამ" უკეთ ჩაატარა, დაწინაურდა და საბოლოოდ დრამატულ მატჩში გამარჯვება მოიპოვა.

შენგელიამ, რომელსაც მარჯვენა კოჭ-წვივის ტრავმა აქვს, 26:53 წუთში 17 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 8-დან 6 საჯარიმო), 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 19 იყო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ თანაგუნდელ ზორან დრაგიჩს (25) ჩამორჩა.

30 ივნისს, ფინალში "ბასკონია" "ბარსელონას" დაუპირისპირდება,
რომელმაც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის, ტედ მაკფადენის "ბურგოსს" 98:84 სძლია. მაკფადენმა "ბარსას" 10 ქულა ჩაუგდო.

შეგახსენებთ, "ბასკონია" A ჯგუფში "ბარსელონასთან" 75:81 დამარცხდა, ახლა კი რევანშის აღებისა და ოქროს მედლების მოპოვების შესაძლებლობა აქვს.


მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩემპიონობით უნდა დაასრულოს ესპანური კარიერა, რასაც ნამდვილად მთელი გულით ვუსურვებ.
emigranti
29 ივნისი 2020 04:37
3
ჩემპიონობით სეზონი უნდა დაასრულოს,ესპანური კარიერა კი,აუცილებლად უნდა განაგრძოს.ძალიან დიდი იმედი მაქვს,რომ ცსკაში არ წავა,თუნდაც ოჯახის ინტერესების გამოც.სად ესპანეთი,ბავშვებისათვის და სად რუსეთი.
სოსო
29 ივნისი 2020 12:01
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული