არის - თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 ივნისს, ლიგა ენდესას ფინალში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" "ბარსელონა" 69:67 დაამარცხა და ოქროს მედლებს დაეუფლა.

თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ მეორე პერიოდი "ბარსამ" უკეთ ჩაატარა, ზუსტი სამქულიანების წყალობით 9 ქულით გაიჭრა წინ, დიდ შესვენებაზე კი 6-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე მეოთხედში ბასკურმა გუნდმა ანგარიში გაათანაბრა, მეოთხე პერიოდის შუაში შენგელიასთან ბრძოლაში ნიკოლა მიროტიჩმა მეხუთე პერსონალური მიიღო (ეს, ალბათ, შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი იყო), თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა და საბოლოოდ "ბასკონიამ" იმარჯვა.

შენგელიამ 33:11 წუთში 14 ქულა (8-დან 3 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო),
4 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 11 იყო.

ალბათ, გაინტერესებთ შენგელიას ვიზავის, მიროტიჩის მონაგარი? ბატონი ბრძანდებით - მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მინუს 1 გახლდათ, 24:59 წუთში 8 ქულა შესძინა თავის გუნდს (8-დან 4 ორქულიანი, 5-დან 0 სამიანი, 1-დან 0 საჯარიმო) და ერთხელ მოხსნა ბურთი.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი მეტ ჯენინგი ვიტორიელებს 19:38 წუთში 8 ქულით შეეწია.

აღსანიშნავია, რომ მატჩს "ბარსას" პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ დაესწრო, რომელიც თავისი გუნდისა და "ატლეტიკოს" შეხვედრაზე არ წავიდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა.

ესპანეთის ჩემპიონის თასი შენგელიამ აღმართა, რომელსაც საქართველოს დროშა ჰქონდა შემოხვეული, შემდეგ კი ფარის კალათაზე შემოჯდა და სამახსოვროდ ბადე მოაჭრა.

გილოცავთ!

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 16 /
გილოცავთ! მომავალ გუნდშიც ასეთ დიდ წარმატებებს გისურვებთ!
***
01 ივლისი 2020 16:10
10
ვულუცავ თოკოს სულით და გულით ამ დიდ წარმატებას. ყოჩაღ თოკოს აისრულა ოცნება მაინც. ობიექტურად სეზონის დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა ბასკონიას ჩემპიონობას. ამიტიმაც უფრო ორმაგად დასაფასებელი ჩემპიონობა. ახლა არჩიონ ვინ უფრო მაგარია თოკო თუ მიროტიჩი.
G.LA
01 ივლისი 2020 12:35
0
ბრავო თოკო! გილოცავთ ამ დიდ წარმატებას, სულ გამარჯვების გზებზე გევლოს ჩვენო სიამაყევ. მაგარო კაცო.
მერაბ მაღლაკელიძე
01 ივლისი 2020 09:11
6
გილოცავ, გილოცავ, გილოცავ და ახლა ამას ცეესკაში არაგადასვლაც დაამატე და გვირგვინიც ეგ იქნება! გაახარე საქართველო!
ან
01 ივლისი 2020 02:27
9
გილოცავ თოკო!!! მაგარი წარმატებაა!!! მიუხედავად გაფუჭებული 25 ქულისა, გადამწყვეტ მომენტებში მაინც თოკომ ივაჟკაცა და ფსიქოლოგიურად გატეხა ბარსა!!! ესპანეთის ჩემპიონობა ძალიან საპატიო ტიტულია!!! ხოდა ამის მერე მაგრად გამიტყდება მომავალ წელს ცსკა-სთან ერთად რუსეთის ჩემპიონობის მოლოცვა, ხოდა არ მოგილოცავ ჯიგარო:))) წარმატებები და თავს გაუფრთხილდი რუსეთში!
პაატა
01 ივლისი 2020 01:16
9
შHენც ადექი და Eვროლიგის გამარჯვება მიულოცე ცეესკასთან ერტად:))ბასკონიაშIEგ გამორიცხულია თითქმის
Mosexoneli
01 ივლისი 2020 07:57
13
თოკო გილოცავ წარმატებას...დალოცვილი ყოფილიყოს შენი გზა მოსკოვშიც... აბა შენ იცი... იქაც ჩემპიონობას გისურვებ....იქაც ააფრიალე ქართული დროშა
ყველას გასაგონად
01 ივლისი 2020 01:12
27
სამშობლო არ იყიდება
გამგებმა გაიგოს
01 ივლისი 2020 01:29
11
კარგია ძალიან, ახლა ამას პოლკოვნიკის "პაგონებსაც" დაუმატებს მისკოვის არმიაში და ყველა ტიტული ექნება თითქმის.
ბასკი
01 ივლისი 2020 00:55
18
იმ ორმა დაფარებამ და მესამე, თოკოს დაფარების შიშით ვერჩაგდებულმა ბურთმა ფსიქოლოგიურად ძლიან იმოქმედა ბარსელონაზე, ასე იგებენ ვარსკვლავები მატჩებს, თასებს. ტურნირებს, თოკომ ჩემპიონატის პირველ ნახევარში მარტომ ათრია ბასკონია ჩემპიონატშიც და ევროპალიგაზეც, თან კაპიტნის რანგში ჩემ
პიონობა ძაან მაგარია. ბრავო შენგელია, ისტორია დაწერა!!!
ბმბ
01 ივლისი 2020 00:51
0
ბრავო თოკო,გილოცავ,საუკეთესოხარ,ვინ მიროტიჩი რა მიროტიჩი ახლოს ვერ მოვა თოკოსთან ეგ ქალაჩუნა,წარმატებები სულ ყველგან და ყოველთვის
lordi
01 ივლისი 2020 00:37
3
შენ გენაცვალეეე გილოცააავ მთელი გულით და სულიით ... ცეესკაში არ გადასვლითაც თუ გაგვახარებ 2020 ში ყველაზე მაგრად გაასწორებს
dima
01 ივლისი 2020 00:28
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული