ბითაძე და საბონისი ირიბად გააკრიტიკეს: მათ რასობრივი ცნობიერება არ აქვთ

AutoSharing Option
ინდიანაპოლისურმა გამოცემა indystar.com-მა "ინდიანა პეისერსის" ლიეტუველი ცენტრის, დომანტას საბონისის შესახებ მცირე სტატია გამოაქვეყნა კალათბურთელის კომენტარითურთ და შესავალში ის და ქართველი კოლეგა გოგა ბითაძე ირიბად გააკრიტიკა.

"მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუველს მამამისის "პორტლენდში" თამაშის დროს ბავშვობის საკმაოდ დიდი პერიოდი აქვს გატარებული ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილით გამოწვეული პროტესტი მაინც უცნაურ სიტუაციაში აყენებს.

იმავეს თქმა შეიძლება დებიუტანტ გოგა ბითაძის შესახებ, რომელიც საქართველოდანაა. ამ კალათბურთელთა ქვეყნებში არ ყოფილა ისეთივე რასობრივი დინამიკა და ისტორია, როგორიც აშშ-ში, მაგრამ სასწორზე ხომ კალათბურთზე მეტია...", - წერს გამოცემა.

NBA-ს შეჩერებული სეზონი კი 30 ივლისს განახლდება და შეჯიბრებას 22 საუკეთესო გუნდი ჩაამთავრებს.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ყელშია უკვე ამოსული რასიზმზე და დისკრიმინაციაზე აპელირება და ამით “პრადვინუტობის” და იმის ჩვენება ვითომ სხვაზე კარგი ტიპი ხარ და უკეთ აზროვნებ. რას ელიან ეხლა ბითაძისგან და საბონისისგან, რა აქციებში მიიღონ მონაწილეობა?

ვახ რამდენი რამის დაწერა და ლანძღვა მინდა ამ რომის პაპზე დიდი კათოლიკეების
ტვინი წაიღეს რასიზმზე ლაპარაკით
03 ივლისი 2020 16:55
2
ბითაძეც და საბონისიც,ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების შვილები არიან.სსრკში კი იყო,რუსული შოვინიზმი,მაგრამ რასიზმი,ნამდვილად არ არსებობდა.ამერიკელები,ყველას თავისი სამრეკლოდან უყურებენ და აქ,ჩვენ ვერაფერს ვუშველით.ეგ კი არა,წლების წინ უცხოელები ჩამოვიდნენ საქართველოში.ჩვენებმაც როგორც გვჩვეოდა,გავუშალეთ მაგარი სუფრა,ვაქეიფეთ,დავალევინეთ,დავლიეთ,ვუმღერეთ,ყველანაირად დრო გავატარებინეთ და აქედან წასულებმა,ვახტანგურად დალევის შემდეგ,ერთმანეთის გადაკოცნაზე დაწერეს,ქართველი მამაკაცები,ჰომოსექსუალები არიანო.როგორი კულტურაც თვითონ ჰქონდათ,ჩვენც თავის მსგავსებად ჩაგვთვალეს.ღვთის მადლით,მაშინ ჰომოები,რაიონში ერთი რომ ყოფილიყო,ეგეც ბევრი იყო.ახლანდელ შარვალჩახდილებს კი არ ჰგავდნენ.
სოსო
03 ივლისი 2020 21:55
0
სსრკ-ს დროს ჩამოსულ რუსებს სუფრა გავუშალეთ, ვაქეიფეთ და მოსკოვში წასულებმა გვიჩივლეს "ქართველებს ამდენი ფული საიდან ჰქონდათ, მთელი კვირა რესტორნებში გვატარებდნენო"...:))))
saba
03 ივლისი 2020 23:58
4
დიახ საბა, აბა გვითხარი საიდან გქონდათ ამდენი ფული თუ მთელი კვირა რესტორან-რესტორან დადიოდით, ქეიფობდით?! ე.ი. არ შრომობდით, ასეა?! იპარავდით?!
aburjga
04 ივლისი 2020 10:33
8
ყველანაირ ზღვარს გადავიდა ეს ვითომ "პროტესტი", 90% ამ პროტესტს და არეულობას იმისთვის იყენებს რომ მაღაზიები ძარცვოს
zer
03 ივლისი 2020 19:34
2
ყოველწლიურად 2-ჯერ მეტ თეთრკანიანს კლავს პოლიცია ამერიკაში მაგრამ მაშინ არავინ კივის თეთრკანიანების უფლებებზე, ასე რომ დააყენონ ერთი ადგილი დემოკრატების მხარდამჭერებმა!!!
Musenbezi
03 ივლისი 2020 19:12
2
2 მეტს თეთრს კლავენ პოლიციელები და სტატისტიკით 7 მეტია კრიმინალი შავებში.

400 თეთრ ფერმერს კლავენ წლიურად სამხრეთ აფრიკაში მაგრამ აკძალულია ამაზე ხმის ამოღება
გოგი
03 ივლისი 2020 21:01
1
მაგაშია საქმე. აფროამერიკელები შეადგენენ აშშ-ის მოსახლეობის 13 პროცენტს. სტატისტიკურად პოლიციელების მიერ ლიკვიდირებულებში ყოველ შვიდ ადამიანში ერთი უნდა იყოს შავკანიანი, მაგრამ როგორც შენ ამბობ თანაფარდობა არის 1/2-თან, ანუ შავკანიანების მიმართ გაცილებით მეტ სისასტიკეს ავლენენ "ფარაონები".
vaxo
03 ივლისი 2020 19:54
24
რა "ირიბი კრიტიკა" და რისი "რასობრივი ცნობიერება" - რას ბოდიალობთ? ))
www
03 ივლისი 2020 21:36
0
ჩვენ, მართლაც, ბევრი რამ გვაქვს სასწავლი განვითარებული ქვეყნებიდან, მათ შორის ეკონომიკაში, მარკეტინგში, ადამიანის უფლებებში და ა.შ. მაგრამ არის საკითხები, სადაც მათ უნდა ისწავლონ ჩვენგან, მაგალითად ტოლერანტობაში (მათ შორის, რასიზმთან დამოკიდებულებაშიც) სტუმარ–მასპინძლობაში, დედისადმი (და საერთოდ, მშობლებისადმი) დამოკიდებულებაში და ა.შ. თუ ცალკეული არაადამიანები არაკაცურად იქცევიან, ეს არ ნიშნავს, რომ ქართველ ერს (და, ზოგადად, კავკასიურ ერებსაც) არ გააჩნიათ შესაბამისი მისაბაძი კულტურა!
N
03 ივლისი 2020 18:08
4
იქნებ გასაგებად ჩამოგვიყალიბოთ აზრი, ბატონო ავტორო, რას ედავებიან ამ ხალხს?
?
03 ივლისი 2020 20:02
0
პატარა საბონისი სად გაიზარდა არ ვიცი.ბითაძეს კი შავკანიანი ადამიანი,სანამ საქართველოდან წავიდოდა,ტელევიზორის ან კინოთეატრის ეკრანზე თუ ეყოლება ნანახი.რა რასობრივი დინამიკა და განცდა უნდა ქონდეს?
ნუკრი
03 ივლისი 2020 20:59
2
რა უნდათ მაგ დ-მ-ბს ბითაძემ და საბონისმა მოუგვარონ და დაულაგონ არეული სიტუაციები
jaba
04 ივლისი 2020 12:29
1
რუსები ხომ.არიან და არიან,ამერიკელებიც ვერ არიან დალაგებულები,რა ცნობიერება საერთოდ რისი თქმა.უნდათ არა.არა ჩვენი საშველი არ არი.
გოჩა
04 ივლისი 2020 09:44
3

სიახლეები პოპულარული