ბითაძე და საბონისი ირიბად გააკრიტიკეს: მათ რასობრივი ცნობიერება არ აქვთ

AutoSharing Option
ინდიანაპოლისურმა გამოცემა indystar.com-მა "ინდიანა პეისერსის" ლიეტუველი ცენტრის, დომანტას საბონისის შესახებ მცირე სტატია გამოაქვეყნა კალათბურთელის კომენტარითურთ და შესავალში ის და ქართველი კოლეგა გოგა ბითაძე ირიბად გააკრიტიკა.

"მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუველს მამამისის "პორტლენდში" თამაშის დროს ბავშვობის საკმაოდ დიდი პერიოდი აქვს გატარებული ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილით გამოწვეული პროტესტი მაინც უცნაურ სიტუაციაში აყენებს.

იმავეს თქმა შეიძლება დებიუტანტ გოგა ბითაძის შესახებ, რომელიც საქართველოდანაა. ამ კალათბურთელთა ქვეყნებში არ ყოფილა ისეთივე რასობრივი დინამიკა და ისტორია, როგორიც აშშ-ში, მაგრამ სასწორზე ხომ კალათბურთზე მეტია...", - წერს გამოცემა.

NBA-ს შეჩერებული სეზონი კი 30 ივლისს განახლდება და შეჯიბრებას 22 საუკეთესო გუნდი ჩაამთავრებს.

მკითხველის კომენტარები / 24 /
და რა მოხდა მერე ? საფლავში ხომ არ ჩაჰყოლიან ჯორჯ ფლოიდს ? უბრალოდ ფეხის ხმას აყვნენ და სოცქსელებში პროტესტის სიმბოლო გააზიარეს - "შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია". რა არის ამაში დასაძრახი ?
თუ იმას ვედავებით, რომ საკითხში სიღრმისეულად ვერ არიან გათვითცნობიერებულნი, ეგრე მაშინ საქართველოში მრევლის დიდი ნაწილი მონოტონურად ასრულებს რელიგიურ რიტუალებს და საღვთო წერილის აზრზე არ არიან. და რაა, დავუშალოთ ეკლესიასთან ურთიერთობა ?

korben dallas
03 ივლისი 2020 18:31
16
მეცოდები ადამიანურად!
დარსალია
03 ივლისი 2020 20:18
4
ჩვენ, მართლაც, ბევრი რამ გვაქვს სასწავლი განვითარებული ქვეყნებიდან, მათ შორის ეკონომიკაში, მარკეტინგში, ადამიანის უფლებებში და ა.შ. მაგრამ არის საკითხები, სადაც მათ უნდა ისწავლონ ჩვენგან, მაგალითად ტოლერანტობაში (მათ შორის, რასიზმთან დამოკიდებულებაშიც) სტუმარ–მასპინძლობაში, დედისადმი (და საერთოდ, მშობლებისადმი) დამოკიდებულებაში და ა.შ. თუ ცალკეული არაადამიანები არაკაცურად იქცევიან, ეს არ ნიშნავს, რომ ქართველ ერს (და, ზოგადად, კავკასიურ ერებსაც) არ გააჩნიათ შესაბამისი მისაბაძი კულტურა!
N
03 ივლისი 2020 18:08
4
ყელშია უკვე ამოსული რასიზმზე და დისკრიმინაციაზე აპელირება და ამით “პრადვინუტობის” და იმის ჩვენება ვითომ სხვაზე კარგი ტიპი ხარ და უკეთ აზროვნებ. რას ელიან ეხლა ბითაძისგან და საბონისისგან, რა აქციებში მიიღონ მონაწილეობა?

ვახ რამდენი რამის დაწერა და ლანძღვა მინდა ამ რომის პაპზე დიდი კათოლიკეების
ტვინი წაიღეს რასიზმზე ლაპარაკით
03 ივლისი 2020 16:55
2
ინდიანას სახელი შეუცვალეს? ))) ეხლა "პერისერსია"
ვახო
03 ივლისი 2020 16:53
14

სიახლეები პოპულარული