კალათბურთი

ლეგიონერები

გაირკვა რატომ ჭიანურდება თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლა

AutoSharing Option
ცნობილმა კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ განმარტა, თუ რატომ გვიანდება საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლა.

"თორნიკე მედშემოწმების გასავლელად და კონტრაქტის გასაფორმებლად მოსკოვში უნდა ჩამოფრინდეს. ამჟამინდელ ვითარებაში კი ეს საკმაოდ გართულებულია", - წერს გომელსკი თავის კონფერენციაში.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენგელიამ "არმიულ" კლუბთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა ჯერ ეს ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ.

როგორც იტყობინებიან, ცსკა-ს შენგელიას ტრანსფერი დაახლოებით 2 მილიონი ევრო დაუჯდა.

თორნიკე "ბასკონიაში" 2014 წლიდან ასპარეზობდა და ლიგა ენდესას მოგებაში დაეხმარა.

ასევე დაგაინტერესებთ