კალათბურთი

ლეგიონერები

NBA-ში გადასვლას ცსკა ხელს ვერ შეუშლის - შენგელიას ტრანსფერის დეტალები ცნობილია

AutoSharing Option
როგორც ევროპული კალათბურთის "ინსაიდერი", ანუ შიდა საქმეებში ჩახედული პირი, ლიეტუველი დონატას ურბონასი წერს, თორნიკე შენგელია ცსკა-ში თამაშს მნიშვნელოვანი პირობის სანაცვლოდ დათანხმდა.

ლიეტუველმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მოსკოველებმა თორნიკეს სანაცვლოდ "ბასკონიას", დაახლოებით, 1 მილიონი ევრო გადაუხადეს.

ასევე, შენგელიასა და ცსკა-ს შორის ხელმოწერილ კონტრაქტში წერია, რომ თუ NBA-ს კლუბი ქართველის სამსახურით დაინტერესდება, რუსები მას ოკეანის გაღმა წასვლაში ხელს ვერ შეუშლიან.

იქამდე კი თორნიკემ ცსკასთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და თუ არაფერი შეიცვალა, კლუბში 2023 წლამდე დარჩება.