ცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-ს ბერძენმა მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა რუსულ კლუბში საქართველოს ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიას ტრანსფერი შეაფასა.

"ვფიქრობ, ბრწყინვალე ნაბიჯი გადავდგით. ამიტომაც მსურს მივულოცო კლუბს, ანდრეი ვატუტინსა და მფლობელებს. ასევე, ვულოცავ თოკოს, რადგან მას ჩვენს რიგებში თამაში ძალიან სურდა. შენგელიას წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით და როგორც იქნა, ეს ტრანსფერი განვახორციელეთ.

იმედი მაქვს, რომ თოკო სხვა კალათბურთელებთან ერთად ევროპის უძლიერეს კლუბებს შორის დარჩენაში დაგვეხმარება. ის უნივერსალური მოთამაშეა, რომელიც მუდმივად იბრძვის და ახლა გაფურჩქვნის ასაკშია.

ამიტომ, ოფიციალურად ვეუბნები: "თოკო, კეთილი იყოს შენი მობრძანება!" ვუსურვებ,
რომ მისმა ჟინმა და ოსტატობამ ჩვენი მოლოდინები გაამართლოს.

ვიცი, რომ გულშემატკივრებს შენგელიას ჩვენს რიგებში ხილვა ძალიან სურდათ. ვფიქრობ, ისინი ნათლად ხედავენ, რომ გამარჯვებულ გუნდს ვაშენებთ და ჩვენს მხარდაჭერასაც განაგრძობენ და თუ სიტუაცია მოგვცემს საშუალებას, უფრო მეტად გაავსებენ ტრიბუნებს", - ციტირებს ბერძენს ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ლიბერასტო მიშისტებოდა ნაცანალებო , ვინც საქართველოს ტერიტორიების 20% გაუფორმა რუსებს და სტრატეგიული ობიექტები მიყიდა, (მათ შორის ენგურჰესი) პასუხი იმისთვის არ მოგითხოვიათ დღევანდელ დღემდე სათაყვანო ხატად გყავთ ქცეული.
მერაბ მაღლაკელიძე
14 ივლისი 2020 16:16
0
რა ამბავი ატეხეს ამ ლიბერასტებმა, რა ჯიშის ხართ ვინ ხლისტები ხართ....ძალიან რომ პატრიოტობთ უმეტესი თქვენგანი ომის დროს საზღვარზე იდგა გასაქცევად... თორნიკე არის უდიდესი პატრიოტი და დიდი ქართვეელი, ბარეული ვიყოთ მაგისთანა.... რა ბოღმას ანთხევთ თქვე უჯიშოებო ყველამ თქვენს საქმეს მიხედეთ. მისთვის და მისი კარიერისთვის როგორც საჭიროა ისე უნდა მოიქცეს, ვინც მას განიკითხავთ ყველას შუბა დაგიხიათ მთელმა საქართველომ. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს ის ნაკრებისთვისაც და საქართველოს სახელისთვის იმაზე მეტ საქმეს გააკეთებს ვიდრე რამდენიმე ათასი ჩვენგანი.
Zzz
11 ივლისი 2020 22:53
0
რა ამბავი ატეხეს ამათ რა ჯიშის ხართ ვინ ხლისტები ხართ....ძალიან რომ პატრიოტობთ უმეტესი თქვენგანი ომის დროს საზღვარზე იდგა გასაქცევად... თორნიკე არის უდიდესი პატრიოტი და დიდი ქართვეელი, ბარეული ვიყოთ მაგისთანა.... რა ბოღმას ანთხევთ, ყველამ თქვენს საქმეს მიხედეთ. მისთვის და მისი კარიერისთვის როგორც საჭიროა ისე უნდა მოიქცეს, . რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს ის ნაკრებისთვისაც და საქართველოს სახელისთვის იმაზე მეტ საქმეს გააკეთებს ვიდრე რამდენიმე ათასი ჩვენგანი.
Zzz
10 ივლისი 2020 15:17
2
ეს ბერძენიც კაი მოღალატეა არა? და ზოგადად მოღალატეებითა სავსე ცსკა მარტო ერთი რუსი ყავთ ხო ასეა?
dato
09 ივლისი 2020 16:08
28
ქართველი ნაღდი კალათბურთის ყველა გულშემატკივარი შენს გვერდითაა თოკო დანარჩენებს ყურადღებას ნუ მიქცევ.
zurabi
09 ივლისი 2020 16:07
34
კი ისე ძალიან უნდოდა თქვენთან, რომ ჩვენზე უარი თქვა.
G.LA
09 ივლისი 2020 15:12
12
შენც საბერძნეთი გაყიდე მანდ გადასვლით?
გამგე
09 ივლისი 2020 15:02
24
4 წელი ვიცხოვრე და კარგად ვიცი რასაც ვამბობ. აქეთ გსაყვედურობენ, სტალინი ქართველი იყო და საბჭოთა პერიოდში კარგად ხომ ცხოვრობდით, მეტი რა გინდათო? სავსეა რუსები ტურისტებით მთელი საბერძნეთი და პოლიტიკურადაც ჩახუტებულები არიან. მაგათი საგარეო საქმეთა მინისტრი რომ ჩამოვიდა საქართველოში, საოკუპაციო ხაზთან კატეგორიულად არ მივიდა. მეტი რა მაგალითი მოვიყვანო?
: )))))))
09 ივლისი 2020 17:23
1
მაგაზე პრობლემა არა აქვს. ბერძნები აღმერთებენ რუსებს, განსაკუთრებით კომუნისტებს
: )))))))
09 ივლისი 2020 16:35
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული