შენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და რუსულ კლუბში განხორციელებულ ტრანსფერზე ისაუბრა.

"კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში, თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ.

ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს, ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც უნდა ვიყო.

ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს
მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემ მიმართ", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

სრულ ინტერვიუს კი მაყურებლები ხვალ, 10 ივლისს, "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში იხილავენ.

მომზადებულია rustavi2.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 112 /
თორნიკეს ცAრმატების არ გახარება Kველაზე დიდი არა Qართველობა Aრის!
Dato
09 ივლისი 2020 17:02
60
წარმატების არ გახარება? და სადაც თამაშობდა და რა კლუბებშიც იყო ცსკ-ში გადასვლა წარმატებაა?! ძაან სხვანაირი წამოდგენა გაქვს წარმატებაზე :)
Dato-s
09 ივლისი 2020 17:24
29
ვერ გაამართლებთ შენგელიას ამ უღირს ნაბიჯს!!!
ადმინ,ნუ მბლოკავთ!!!!!!.
09 ივლისი 2020 17:20
29
გავა წლები და ინანებ მაგრამ გვიან იქნება....
sormona
09 ივლისი 2020 17:02
37
თავს ნუ იტყუებ! შენ უკვე ძალიან დაპატარავდი. ვიცი სანამ შენი ყურით არ გაიგებ არ დაიჯერებ. ახლა ასეა საქართველოში, ყველას ვისაც სამშობლო და სიმართლე გვიყვარს ნაცებს და დაქირავებულებს გვეძახიან ქოცები და რუსეთუმები. აი ისე ნაცები რომ მოღალატეებს ეძახდენენ სიმართლის მთქმელ ხალხს. ხოდა თუ ნაკრებში ითამაშებ (რასაც არ გირჩევ) მერე გაიგებ ჩვენ ხმას. შენი ხარბობით რუსებმა 2 საქმე გააკეთეს. არმიელები გააძლიერეს და ჩვენი ნაკრები უკვე დაასუსტეს. რადგან შენ რომც ითამაშო მაინც პრესს ვერ გაუძლებ, რომ ისევ ისე ითამაშო. ჩვენ ხმას მთელი მსოფლიო გაიგებს. უკვე NBA-ში მოთამაშე საბონისმა დაწერა სოციალურ ქსელში და მალე უფრო ბევრი გაიგებენ. უცხოები არავინ გეტყვის ალბათ პირში, მარა ყველას ეცოდინება რომ შენი ნაკრების ქომაგები გაგვყიდე. შენ ვეღარც მანდ იქნები ჩველებურად ძლიერი, იმიტომ რომ დაპატარავდი და ამას მალე იგრძნობ. სამშობლოს ცნებაზე გსმენია რამე. ეს ცალმხრივი სიყვარულია და მხოლოდ შენ უნდა გიყვარდეს. სამშობლოსაგან ნურასოდეს მოელი 30 ვერცხლს. ახლა რამდენიც გინდა თავი იმართლე რომ სპორტული თვალთაზრისით თუ დიდი სახელფასო გასამჯელოთი დაინტერესდი. მაგ რუსი არმიელების გერბს ქართველი ხალხის სისხლი ჯერაც არ შეშრობია.
G.LA
09 ივლისი 2020 16:59
39
ხო მაგარი ჭკუის დამრიგებელი ხარ? ბრტყელბრტყელ ხო იძახი? ეგერაა რუსის ჯარი და თუ ეგეთი ვაშკაცი და მაგალითის მიმცემიხარა...ჰა ბურთი და ჰა მოედანი.. არააა მარტო აქ ხართ მაგრები და სხვის მოწოდებებში , კლავიატურის ლომო... მიდი ეგერაა... ჩვენს მიწაზე....გააქვს ერთი ადგილი?
Giorgi
10 ივლისი 2020 00:17
10
1000% - იანი ხარ.
G.LA-ს
09 ივლისი 2020 17:27
22
მიდი თოკო შეუბერე. რუსეთი ოკუპანტია, მარა გვიყვარხარ და გაგიგებთ. თუმცა ერთი თხოვნა: ერთიანი საქართველოს (აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით) რუქა ამოიქარგე შიდა მაისურზე და ყოველი გამარჯვების შემდეგ აჩვენე რუსებს. მოსულა?
ჯეკო
09 ივლისი 2020 16:55
51
ა ბატონო, ესეც თქვენი პოლიტიკა. როგორ უცებ მიუცია რუსთავი2 - ისთვის ინტერვიუ. კრემლში ვოვა მოგვიკითხე "ქართული სულის მატარებელო"))))
კარლო
09 ივლისი 2020 16:54
34
შენი არა, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება შეიცვალა შენს მიმართ. იმედია აღარ გამოგიძახებენ.
ტოტი
09 ივლისი 2020 16:48
33
კაი კაცო. ))) ეგღა გვაკლდა კიდევ დამოკიდებულება შეგეცვალა ჩვენდამი))) სიყვარულის მეტი რა დაგანახა ხალხმა? ხოლო რაც შეეხება სამშობლოსადმი დამოკიდებულებას, შენი გადადგმული ნაბიჯით უკვე ნათლად დაგვანახე.)) ეხლა მანდედან გინდა ნბა-ში გადადი და გინდა აბოვიანის კოტაიკში)) გარტყმაშიც არა ხარ, რამხელა ტკივილი მიაყენე გულშემატკივარს. დარწმუნებული იყავი, კრემლი ჯეროვნად გამოგიყენებს თავისი მიზნებისთვის, თან ისე რომ ბაიბურშიც არ იქნები.
რობიზონი
09 ივლისი 2020 16:48
34
მაგრა გაკლიათ. ეგ ნაკრები შენი არაა, თუ კიდე რამის ტრა...ი გაქვს აქვე არიან ორმოც კილომეტრში და მიდი ჰააა....ვერა ხო? მაგდენს ვერ ქაჩავთ ხო? მარტო კლავიატურაზე აბზრიალებთ თითებს და სხვას მოუწოდებ პატრიოტული თავგანწირვას
დათო
10 ივლისი 2020 01:30
11
რუსულ ჯარში ქართული სულით ვერ იმსახურებ, სული და ფული შეუთავსებელი ცნებებია, ვის აბოლებ ბიჭო!
ბარსა
09 ივლისი 2020 16:46
31
ეჰჰჰჰ თოკოო
Nika
09 ივლისი 2020 16:46
27
ეეეჰ თოკოოო.....
ტიმო
09 ივლისი 2020 16:33
33

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული