საქართველოს პრეზიდენტისთვის შენგელიას ცსკა-ში გადასვლა მიუღებელია

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ბასკონიადან" მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას სოციალური ქსელით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. მან საქართველოს ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა.

"ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის ცსკა-ში გადასვლასთან დაკავშირებით", - წერს ზურაბიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.

შეგახსენებთ, შენგელიამ არმიულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

alt"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

altNBA-ში გადასვლას ცსკა ხელს ვერ შეუშლის - შენგელიას ტრანსფერის დეტალები ცნობილია

altცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ

alt

"არ ვიცი, საიდან დავიწყო" - შენგელია "ბასკონიას" დაემშვიდობა

altშენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

მკითხველის კომენტარები / 17 /
სალომე შეგახსენებთ! პრეზიდენტის არჩევნების დროს პირაღია ვაშაძე, რომ არ გასულიყო, სადაც მართლაც არსებობდა ამის საშიშროება, ამიტომაც მივიღეთ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა გადაწყვეტილება, რომ შენთვის "დაგვეჭირა მხარი" სიმართლე გითხრა არავის ეპიტნავებოდა შენი არჩევა ,უბრალოდ სხვა გზა არ გვქონდა. ეხლა მთავარი: თურმე თორნიკეს გადასვლა სირცხვილია და საწყენი და შენს საქციელს რა დავარქვათ? ორი დამნაშავე, რომ გამოიყვანე ჰაიჰარალად ციხიდან, ერთი ხაზინის ქურდი, მეორე გადატრიალების მომხრე. შენის მხრიდან ეს არი დანაშაული. ამიტომ ყველამ მოკეტეთ და თორნიკეს ნუ ეხებით. თავისი პირადი საქმეა სად წავა და სად არა! გამოხვედით ეხლა სუყველა დიდი მამულიშვილები. ვაი თქვენს პატრონებს ბედოვლათებო.
თორნიკეს წინსვლა და გამარჯვებები! შენს გვერდით ვართ ჭეშმარიტი გულშემატკივრები!
10 ივლისი 2020 19:14
5
ორივე შემთხვევაში სამარცხვინო ხარ. სალომე არავის არ აურჩევია, გაყალბდა. თირნიკეს წასვლა ოკუპანტთან ასევე სამარცხვინოა.
ვოოტ.
11 ივლისი 2020 01:28
0
რაღაც-რაღაცეები ვერ გავიგე რა,ორმაგი სტანდარტია,ეგრე გახარია და თვით ბიძინა წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ რუსეთში,ისინი თავიანთი ბიზნესით ეხმარებოდნენ რუსეთის ეკონომიკას,შექონდათ გადასახადები რუსეთის ბიუჯეტში (რომელიც თავის მხრივ აფინანსებდა რუსულ არმიას),ასაქმებდნენ რუსეთის მოქალაქეებს,უხდიდნენ ხელფასებს და უზრუნველყოფდნენ რუსული ოჯახების ბედნიერებას.ვერ გავიგე მარტო თოკოა ამ ქვეყნის "მოღალატე"?,პირადად მე არც ერთ მოცემულობას არ ვეთანხმები,პატივს ვცემ როგორც ბიძინას,ასევე გიორგის,ისინი ბიზნეს აკეთებდნენ,ისე როგორ ბევრი სხვა.პრეზიდენტის განცხადება რაღაც უადგილო მგონია.თავისი უკმაყოფილებეა ბიძინას და გახარიას და კიდევ სხვა უამრავი თანამდებობის პირის და ბიზნესმენის მიმართაც უნდა გამოეთქვა,სხვას ყველას ეპატიება შენგელიას გარდა?პირადად მე თოკოს გადასვლა მართლა მეწყინა,მაგრამ მოღალატედ არ ვთვლი.მესმის რომ ბასკონიას არა აქვს შანსი გახდეს ევროპის ნომერი პირველი გუნდი,მაგრამ ლიგა ენედესა გაცილებით ძლიერია ვიდრე ვითიბი.იმედია თოკო მალე დატოვებს მაქაურობას
levan
10 ივლისი 2020 17:35
2
ამ ქალს რომ კითხეს ყველაზე მაგარი დიპლომატი ვინ არის თქვენი აზრითო. ლავროვია უპასუხა)),ეხლა რომ ჰკითხო ყველაზე მაგარი კალათბურთელი ვინ არის თქო. ალბათ გეტყვის ივანოვიო)). ისე მოწვეულ კალათბურთელსა და დანიშნულ პრეზიდენტს შორის დიდი სხვაობაა
დავით 67
10 ივლისი 2020 17:33
1
დავით გარეჯზე გეთქვა ერთი რამე,ეხლა რომ გამოდიხარ დიდი ამბით.ის არსებულ გუნდში მაინც გადავიდა,შენ კი არარსებულ სიტყვებს რომ იძახი და ქვეყნის დასაცინი რომ ხარ.თოკომ თავის საქმეში უკვე თქვა თავის სიტყვა ხუთიანზე,აი თქვენ კი თქვენ საქმეში რა ქენით,გათხარე გამოთხარეს გარდა.....
კახა ქ.
10 ივლისი 2020 17:26
1
ეს ქალი ხანდახან სასიამოვნოდ მაოცებს.
cheroeli
10 ივლისი 2020 13:35
4
საქართველოს პრეზიდენტი რომელიც ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს საერთოდ ხმას როგორ იღებს.
სამარცხვინოები
10 ივლისი 2020 13:34
3
არამკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო
Megreli
10 ივლისი 2020 13:06
3
Თოკო მოთამაშეზე მეტია, გორგოძის კატეგორიაში გადის, ქართველის განსახიერებაა, აქედან გამომდინარე 'ჰეითერობა' ნორმალურია, დაგვემსხვრა ჩვენი სახე და იმედი, გმირობა დიდი ტვირთია. Სუფთა სპორტულად კი თოკოს ამბავი გასაგებია, მაგრამ ნუ დაგვძრახავს, რომ ის ჩვენთვის სპორტზე მეტი არის. Ის რომ სპორტი და პოლიტიკა სხვაა დიდ სიცრუეა, სპორტი უიარაღო ომია და ამიტომ ვგულშემატკივრობთ. Თავსაცა ამიტომ ვაიგივებთ სპორტსმენების წარმატებასთან.

Თოკოც მენანება, მძიმედ დააჩნდება ჩვენი 'ჰეითერობა' მის თამაშს. Ჩვენი საკალათბურთო სიხარული უკვე წარსულია დღეს, და ისევ უპიროვნო იმედი და მოლოდინი დაგვრჩა ობლად შესანახი.
ანდრი
10 ივლისი 2020 12:58
2
თურქეთის და რუსეთის საფეხბურთო კლუბებში ძალიან ბევრმა ქართველმა ითამაშა და თამაშობს., მაქედან ყველას აქვს ეროვნული ნაკრების მაისური მორგებული , მაგრამ ამით ჩემთვის არაფერი შეცვლილა იმიტომ რომ ისინ მუდამ ქართველევი იყვნენ და არიან. მათგან ერთი ქართული ფეხბურთის არსებობის განმავლობაში მუდამ იქნება საუკეთესო თავდმსხმელი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი ასევე თოკოც ქართული კალათბურთის ისტორიაში თავის პოზიციაცე უკონკურენტო და ნომერ პირველია და თავისი ხასიათითაც მთელი არსებით ერთერთი ჭეშმარიტი და გამორჩეული ქართველი.
docki
10 ივლისი 2020 11:33
9
საოცარი ისაა, რომ სალომეა ქართულ პატრიოტიზმზე ლაპარაკობს!
shoda
10 ივლისი 2020 09:18
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული