კალათბურთი

ლეგიონერები

championat.com: შენგელიას ჰეიტერებს ჰაერის შერხევაღა დარჩენიათ - არ არის საჭირო ნეგატიური კომენტარების წაკითხვა

AutoSharing Option
რუსული მედია თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლით აღფრთოვანებულია. განსაკუთრებით championat.com-ზე ჟურნალისტი რომან დიომინი აქტიურობს, რომელიც ამ ტრანსფერს აქტიურად უჭერდა მხარს. მან "არმიული" კლუბის მიერ ქართველი მძიმე ფორვარდის შეძენას წერილი მიუძღვნა.

ცსკა-მ ტოპ-ტრანსფერი გაჩარხა. შენგელიას ჰეიტერებს მხოლოდ ჰაერის შერხევაღა დარჩენიათ
თორნიკე, როგორც იქნა, ოფიციალურად გადაბარგდა მოსკოვში. რამდენადაც არ ეცადნენ, მოკრიტიკეებმა ვერ შეძლეს ტრანსფერის ჩაშლა.

საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდი "ბასკონიადან" ცსკა-ში გადავიდა. "არმიულმა" კლუბმა ტრანსფერის შესახებ ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა. ასე რომ, არავითარი ეჭვი აღარ შეიძლება არსებობდეს. ზოგიერთი პიროვნება შენგელიას სამშობლოში ამას ენთუზიაზმით არ
შეხვდება, მაგრამ მოთამაშემ თავისი კარიერისთვის ყველაზე მომგებიანი გადაწყვეტილება მიიღო. ჰეიტერებს მხოლოდ ჰაერის შერხევაღა დარჩენიათ.
ერთი დღის განმავლობაში ქართულ საიტებზე შენგელიას მისამართით მრავალი შეურაცხმყოფელი კომენტარი დაიწერება. ზოგიერთი გულშემტკივრისთვის არასასიამოვნოდ მისაღებია ის ფაქტი, რომ შენგელია "არმიულ" კლუბში გადავიდა. თუმცა ყველა ეს ვნებათაღელვა ადრე თუ გვიან შენელდება ან ჩაცხრება. უცვლელი რჩება ფაქტი - ცსკა-მ ევროპის მასშტაბით ტოპ-მოთამაშე ჩაიგდო ხელში, რომელმაც გუნდს დიდი სარგებელი უნდა მოუტანოს.

ცსკა შენგელიაზე იმედს სერიოზულად და დიდი ხნით ამყარებს. თორნიკემ იმისათვის, რათა საქართველოში ჰეიტერებისათვის არ მიეცა ნეგატივის ზედმეტად გადმოფრქვევის საფუძველი, საკმაოდ თავშეკავებულად და ლაკონურად ისაუბრა "არმიულ" კლუბში გადასვლის თაობაზე. მიუხედავად ამისა, შენგელიამ აღნიშნა, რომ ცსკა-ს გასაოცარი შემადგენლობა და სამწვრთნელო შტაბი ჰყავს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა ხაზი გაუსვა, რომ ქართველს რუსულ კლუბში თამაშის უზარმაზარი სურვილი აქვს.

შენგელიამ ადრე განაცხადა, რომ ცსკა-ში გადასვლა არანაირად არ აისახება მშობლიური საქართველოსადმი მის სიყვარულზე. რა თქმა უნდა, ეს სიტყვები მოკრიტიკეებისათვის (критиканов-ებად მოიხსენიებს) არაფერს ნიშნავს. თუმცა ჰეიტერების მოსაზრებაზე ყურადღების მიქცევა არ ღირს. არ არის საჭირო ყველა ამ ნეგატიური კომენტარის წაკითხვა. ისინი არაფერს ნიშნავს და არაფერზე ახდენს გავლენას. ცსკა-მ ელიტური მოთამაშის ტრანსფერი გაჩარხა. ეს ვირტუალური სამყარო კი არა, არამედ რეალობაა, რომელსაც მართლაც აქვს მნიშვნელობა".

alt"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

altშენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

altკაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს - კალათბურთის ფედერაცია შენგელიას ტრანსფერს გამოეხმაურა

altგადაცემა "სპორტალი" - კახა შენგელია: მიუხედავად ევროლიგის აკრძალვისა, ცსკა თოკოს ნაკრების ყველა თამაშზე გამოშვებას დაპირდა [VIDEO]

altchampionat.com: "რუსული არმიის" კლუბში თამაში სამარცხვინოა - რატომ გაამწარეს საქართველოში ცსკა-ს ახალწვეული