დათო ტურაშვილი თორნიკე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

AutoSharing Option
ქართველმა მწერალმა დათო ტურაშვილმა fortuna.ge-სთან საუბრისას კომენტარი თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერზე გააკეთა.

"ნამდვილად ვერ გეტყვით, თორნიკე შენგელია ინანებს თუ არა ამ არჩევანთან დაკავშირებით (სამწუხაროდ, საერთოდ არ ვიცნობ მას) და ნებისმიერი ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერ არჩევანთან დაკავშირებით, მაგრამ მე ნამდვილად არ გავხდებოდი რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის წევრი", - თქვა ტურაშვილმა.

მოგეხსენებათ, თორნიკე შენგელია ცსკა-ში რამდენიმე დღის წინ გადავიდა და მის ამ ნაბიჯს ქართულ საზოგადოებაში განსხვავებული რეაქციები მოჰყვა.

მკითხველის კომენტარები / 83 /
დათო ტურაშვილო, შენი ყალბი და ვითომ "პატრიოტული" პოპულიზმი ვიცით რაც არის, რადგან რეალურ ცხოვრებაში საერტოდ არ განაღვლებს საქართველოს ბედი და მხოლოდ ეკრანის წინ და თავყრილობებზე მსახიობობ. ვინც გიცნობს, ყველა დამეთანხმება. საკლუბო გუნდში თამაში არის ჩვეულებრივი ბიზნესი, როგორც წარმოება, ან მომსახურება. ასე რომ, ნუ ცდილობ სხვა ადამიანის უსაფუძვლო კრიტიკით საკუთარი თავის გამოჩენას. არამკითხე და უღირსი ხარ!
ნანა გაბეჩავა
21 ივლისი 2020 15:04
5
ტურაშვილს Aრმიის რად უნდა, КГБ _ს წევრობა არჩია 30 წლის წინ.
-
19 ივლისი 2020 14:34
16
აი სულ მიკვირს რომ "დროშას ააფრიალებსო" რომ წერთ ვინმე დროშას გეცილებათ ? რუკას (ტერიტორიებს) არ გვანებებს რუსეთი თორემ დროშა აფრიალეთ რამდენიც გინდათ , დროშასთან პრეტენზია არ აქვთ. თუ რუსების გამწარება უნდა რუკა უნდა დაიცვას . აი რა შუაშია დროშა?
თ.ბ.
18 ივლისი 2020 16:16
1
აი დროშა იმ შუაშია რო ტარი აქვს გენაცვალე...
mirosan
21 ივლისი 2020 11:15
0
რა უბედურებაა,გადავიდა კალათბურთის სათამაშოდ,კი ბატონო,რომ ეთქვა არ გადმოვალ იმიტომ,რომ ოკუპანტები ხართო,ტაშს დავუკრავდი მეც,მაგრამ ამით რუსები არ გავიდოდნენ ქვეყნიდან,ბოლო ბოლო სპორტია,პრეზიდენტი,როგორ არ მინდა შევეხო,ზოგადად პოლიტიკოსებო ენა გააჩერეთ თუ რამ ცუდი დაგვმართნია ყველაფერი თქვენი ბარალია,რომ აიღებ პასუხიგებლობას უნდა მიჰხედო ქვეყანას,ესენი ჩვენ ხალხს გვაბრალებენ.
გოჩა
16 ივლისი 2020 13:28
9
რრებს ბოდიალობ. სად დაუჭირა მხარი მთელმა საქართველომ? 80 პროცენტი აგინებდა
Zaxa
16 ივლისი 2020 11:41
7
მძიმედაა დაავადებული ქართული საზოგადოება. ნუთუ, მოურჩენელი სენი გვჭირს?
გიორგი
16 ივლისი 2020 02:43
0
ტურაშვილო, თუ კითხულობთ გაზეთებს გეცოდინებათ რამდენმა ადამიანმა დაუჭირა მხარი შენგელიას! მთელმა საქართველომ!!!
ელენე
15 ივლისი 2020 21:45
21
მთელი საქართველოს სახელით ნუ წერთ.
ნინა
15 ივლისი 2020 22:29
5
ნამდვილად არ ვიცი დავით ტურაშვილი ოდესმე ინანებს თუ არა, მაგრამ თორნიკე შენგელია მწერალი რომ ყოფილიყო ნამდვილად არ დაწერდა ისეთ ნაწარმოებს, რომელიც გამსჭვალული იქნებოდა თვითმფრინავის გამტაცებელ ტერორისტთა რომანტიზებით!
ქომაგი
15 ივლისი 2020 19:36
17
წაიპატრიოტა "მწერალმა"!
ზურაბ
15 ივლისი 2020 13:02
16
მეც მეხამუშა თოკოს ცსკ-ში გადასვლა რუსული ფაქტორის გამო მაგრამ სპორტული თვალსაზრისით მისი მოღალატედ შერაცხვა უაზრობაა. დარწმუნებული ვარ ევროლიგის ერთ ერთი საუკეთესო მოთამაშეც გახდება, საქართველოს სახელსა და დროშასაც მეტად ასახელებს და ნაკრებშიც ორმაგი მოტივაციით ითამაშებს. ბოლოსდაბოლოს ნაკრებს დაეხმარება უფრო მეტად.
ანესთეზეოლოგი
15 ივლისი 2020 10:57
11
თორნიკე ძალიან მიყვარს, მაგრამ ევროლიგის საუკეთესო ვერ გახდება - შავკანიანებს კალათბურთის თამაშს ვერ აჯობებს და არასტაბილურიცაა, როდის რა სისულელეს ჩაიდენს ვერ გათვლი
ALONZO
18 ივლისი 2020 13:59
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული