ცსკა-ს პრეზიდენტი: შენგელიასთან მიმოწერას ქართულ ენაზე ვაწარმოებდი - საქართველომ თოკოთი უნდა იამაყოს

AutoSharing Option
ცსკა-ს პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა თორნიკე შენგელიას მის კლუბში გადასვლის გამო საქართველოში კრიტიკულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"მართალი გითხრათ, თავიდან კრიტიკას სერიოზულად არ აღვიქვამდი, ინტერნეტში ცალკეული თავდასხმები ჩვეულებრივი ამბავია. მე საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს. ერთ-ერთი მათგანი იოსებ აფციაურია, რომელსაც დიდ მოკითხვას გადავცემ. როდესაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, ის ქართულად შეტყობინებების გაგზავნაში მეხმარებოდა.

შესანიშნავად ვიცი, რომ თანამემამულეთა დიდი უმრავლესობა თავიანთი კაპიტნის წარმატებით გახარებულია და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს. თუმცა, როდესაც ამ თემაზე უარყოფით დამოკიდებულებას ქვეყნის პრეზიდენტი  გამოთქვამს, როდესაც მან პროფესიონალი სპორტსმენის მიერ სამუშაო ადგილის თავისუფლად არჩევა ეჭვქვეშ
დააყენა, ამან გაკვირვება გამოიწვია. თანაც, არა მარტო ჩემში, არამედ საქართველოს მოსახლეობაშიც.

Sportall.Ge

როგორც შენგელიამ თქვა, მისთვის უცნაურია თავისი პატრიოტიზმის დონის ახსნა. მოლაპარაკებების პირველი დღიდანვე თოკოსთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრებში თამაშზე ჩვენი თანხმობა და ეს თანხმობა მან  მიიღო. ჩვენ ჩვენი მოღვაწეობით უსასრულოდ შორს ვართ პოლიტიკური მოტივებისგან. გვსურს, უბრალოდ კალათბურთი ვითამაშოთ, გულშემატკივრები გავახაროთ და გავიმარჯვოთ. მეტი არაფერი.

უდიდესი პატივისცემით ვარ საქართველოსა და მისი ისტორიის მიმართ განწყობილი. ჩვენთან უკვე თამაშობდნენ გიორგი ცინცაძე და მანუჩარ მარკოიშვილი. ამიტომ მათ ყველა თანამემამულეს თოკოს მატჩებზე ველით. დარწმუნებული ვარ, ვინც თამაშობს ან ცსკა-ს გულშემატკივრობს, ეს საქართველოს პატრიოტიზმში ხელს არანაირად არ უშლის. საქართველოს შეუძლია და უნდა იამაყოს ისეთი სპორტსმენით, როგორიც შენგელიაა", - განაცხადა ვატუტინმა "იზვესტიასთვის" მიცემულ ინტერვიუში.

altვილდოსა შენგელიათი გაოცებულია და ცსკა-ში შესაძლო გადასვლაზე კომენტარს აკეთებს

altდათო ტურაშვილი თორნიკე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

altთორნიკე შენგელია: მე, თორნიკე შენგელია, ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან სანამ სული მიდგას

altთორნიკე შენგელია: არავინ საუბრობს ჩემი კონტრაქტის დეტალებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია

altშოთა არველაძე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერზე: მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას

altგომელსკი: შენგელიას სტაბილური სროლა არა აქვს, სამაგიეროდ სხვა პლუსები გააჩნია

altქართველმა კალათბურთელებმა თორნიკე შენგელიას ტრანსფერთან დაკავშირებით ერთიანი ვიდეო ჩაწერეს [VIDEO]

altchampionat.com: შენგელიას ჰეიტერებს ჰაერის შერხევაღა დარჩენიათ - არ არის საჭირო ნეგატიური კომენტარების წაკითხვა

მკითხველის კომენტარები / 32 /
ძალიან უცნაურია, რომ ელემენტარულ თავმოყვარეობაზე წარმოდგენა არ აქვს ამ ხალხს!სირცხვილია მაგ ბიჭის საქციელი!
ლევანი
21 ივლისი 2020 10:56
0
ძველი და ახალი მტერი,ყველა მტერია,თუ ამ კუთხით მივუდგებით.მაშინ არც ფეხბურთელებმა,არც რაგბისტებმა არ უნდა ითამაშონ არც რუსეთში,არც თურქეთში.მაგრამ არიან და თამაშობენ.იმიტომ რომ ეს სპორტია და არა პოლიტიკა
picaso
16 ივლისი 2020 10:13
10
ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მთელ საქართველოს და რუსეთს რომ ჰქონდეს კარგი ურთიერთობა დღეს საქართველო ბევრად უკეთ იქნებოდა.
ნანი
16 ივლისი 2020 02:51
10
ამ კომენტარის შემდეგ, თუ რამე გაიგო ვაი-ქართველმა.
გიორგი
16 ივლისი 2020 02:12
2
კარგი კალათბურთელია, წარმატებები და წინსვლა. ასპორტი სპორტია და პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია.
თემო
15 ივლისი 2020 16:17
17
სკამის მოთამაშე იქნება ეს ჩვენი ბლეყვი, აგერ ნახეთ თუ არა.
kaxa
15 ივლისი 2020 14:30
20
და გიხარია?
ბლეყვო-ს!!!!
16 ივლისი 2020 02:14
8
სიკვდილი - ოკუპანტებს!
ILIA
15 ივლისი 2020 14:20
4
კი, ბატონებო! არ გამოაქვეყნეთ ჩემი პოსტი... მაგრამ წაიკითხეთ!
ხომ ერთობით ქართველების დაპირისპირებით! გაერთეთ...
გია
15 ივლისი 2020 14:15
4
მაგ ლოგიკით გერმაინამ 20 მილიონი ყველაზე ცოტა ადამინი შეიწირა და ქარველი აქიდან 300 ათასი იყო ,,, და ეხლა ქართველბის რიგი დგას გერმაინში ოგონდ პამპერსები უცვალონ იმ გერმანელ მოხუცებს რომლებიც იმ ომიანობაში მანაწილებდნენ. ეს ერთი და მეორე რამდენი ქართველი გადავიდა გერმანულ კლუბებში სათამაშოდ. ან კიდე აგერ თურქეთი ჩვენი ისტორიული მოსისხლე მტერი საუკუნები გვებრძოდა და იგივე მდგომარეობა იქაც...არველაძებმა რამდენი წელი ითამაშეს მაგრამ არავის უთქვამს არაფერი.. რაგა ეს რუსთთან უნდა გამოვიჩინოთ პატრიოტობა მარტო რუსეთია მტერი და ყველა მოყვარეა..
reali
15 ივლისი 2020 14:09
10
გულდასაწყვეტია ასეთი მაგარი კალათბურთელი და რუსული არმიის გუნდში :( თოკო NBA-ში უნდა წასულიყო. რატომ მიდიან ასეთი ნიჭიერი სპორტმენები ამ რუსეთში როცა სხვა ალტერნატივაც აქვთ :( დამწყები რომ იყოს კიდე რაღაც პატარა გამართლება ექნებოდა, რომ ფული არა აქვს, უჭირს და ეხლა იწყებს კარიერას, მაგრამ ასეთი ვარსკვლავი ოკუპანტების ქვეყანაში არ უნდა მიდიოდეს.
გიორგი
15 ივლისი 2020 13:18
14
თუ არ დაუძახეს ან არ იყიდეს ან არ გაუფორმეს კონტრაქტი ნბა-ში თავისით როგრ წავიდეს ?? თუ იყიდოს ბილეთი ლეიკერსის თამასში და ტაიმ აუტის დროს შერვარდეს მოედანზე და დაიწყოს თავისი ტალანტების ბრქვევა, ვერ გავიგე რა უცნაური ხალხი ხართ.. სადაც დაუძახეს იქ წავიდა ეს ერთი. ეხლა მეორე .. მაგ ოკუპანტებს ქვაყანაში მარტო თოკო კიარა მთელი ფეხბურთის ელიტაც იყო გაიხსენეთ სპარტაკში ანანიძე . კრასნოდარში ოქრიაშვილი, კვირკველია ჯანაშია და თოკოზე ნაკლები ცნობილი არცერთი არა თან და რამდენი ჩამოვთვალო კიდე.. მათთან დაკავშირებით ხმა არავის ამოუღია და რა შეჭამეთ ეს კაცი ვაა.. მარკოიშვილი სანიკიძეც თამაშობდა სხვათა შორის... წარმატებები თოკოს... უკეთესი იქნებოდა ლეიკერსში ლებრონის გვერდით მაგრამ ჩვენ რომ გვინდა ისე არა ყველაფერი... ..
ss
15 ივლისი 2020 13:58
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული