კალათბურთი

ლეგიონერები

ცსკა-ს პრეზიდენტი: შენგელიასთან მიმოწერას ქართულ ენაზე ვაწარმოებდი - საქართველომ თოკოთი უნდა იამაყოს

AutoSharing Option
ცსკა-ს პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა თორნიკე შენგელიას მის კლუბში გადასვლის გამო საქართველოში კრიტიკულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"მართალი გითხრათ, თავიდან კრიტიკას სერიოზულად არ აღვიქვამდი, ინტერნეტში ცალკეული თავდასხმები ჩვეულებრივი ამბავია. მე საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს. ერთ-ერთი მათგანი იოსებ აფციაურია, რომელსაც დიდ მოკითხვას გადავცემ. როდესაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, ის ქართულად შეტყობინებების გაგზავნაში მეხმარებოდა.

შესანიშნავად ვიცი, რომ თანამემამულეთა დიდი უმრავლესობა თავიანთი კაპიტნის წარმატებით გახარებულია და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს. თუმცა, როდესაც ამ თემაზე უარყოფით დამოკიდებულებას ქვეყნის პრეზიდენტი  გამოთქვამს, როდესაც მან პროფესიონალი სპორტსმენის მიერ სამუშაო ადგილის თავისუფლად არჩევა ეჭვქვეშ
დააყენა, ამან გაკვირვება გამოიწვია. თანაც, არა მარტო ჩემში, არამედ საქართველოს მოსახლეობაშიც.

Sportall.Ge

როგორც შენგელიამ თქვა, მისთვის უცნაურია თავისი პატრიოტიზმის დონის ახსნა. მოლაპარაკებების პირველი დღიდანვე თოკოსთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრებში თამაშზე ჩვენი თანხმობა და ეს თანხმობა მან  მიიღო. ჩვენ ჩვენი მოღვაწეობით უსასრულოდ შორს ვართ პოლიტიკური მოტივებისგან. გვსურს, უბრალოდ კალათბურთი ვითამაშოთ, გულშემატკივრები გავახაროთ და გავიმარჯვოთ. მეტი არაფერი.

უდიდესი პატივისცემით ვარ საქართველოსა და მისი ისტორიის მიმართ განწყობილი. ჩვენთან უკვე თამაშობდნენ გიორგი ცინცაძე და მანუჩარ მარკოიშვილი. ამიტომ მათ ყველა თანამემამულეს თოკოს მატჩებზე ველით. დარწმუნებული ვარ, ვინც თამაშობს ან ცსკა-ს გულშემატკივრობს, ეს საქართველოს პატრიოტიზმში ხელს არანაირად არ უშლის. საქართველოს შეუძლია და უნდა იამაყოს ისეთი სპორტსმენით, როგორიც შენგელიაა", - განაცხადა ვატუტინმა "იზვესტიასთვის" მიცემულ ინტერვიუში.

altვილდოსა შენგელიათი გაოცებულია და ცსკა-ში შესაძლო გადასვლაზე კომენტარს აკეთებს

altდათო ტურაშვილი თორნიკე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

altთორნიკე შენგელია: მე, თორნიკე შენგელია, ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან სანამ სული მიდგას

altთორნიკე შენგელია: არავინ საუბრობს ჩემი კონტრაქტის დეტალებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია

altშოთა არველაძე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერზე: მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას

altგომელსკი: შენგელიას სტაბილური სროლა არა აქვს, სამაგიეროდ სხვა პლუსები გააჩნია

altქართველმა კალათბურთელებმა თორნიკე შენგელიას ტრანსფერთან დაკავშირებით ერთიანი ვიდეო ჩაწერეს [VIDEO]

altchampionat.com: შენგელიას ჰეიტერებს ჰაერის შერხევაღა დარჩენიათ - არ არის საჭირო ნეგატიური კომენტარების წაკითხვა

ასევე დაგაინტერესებთ