ანანიძე: შენგელია ცსკა-ში ფულის გამო არ გადადის - ჩემი ამოცანა საქართველოს დროშის აღმართვა იყო

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ Sport24-ის ჟურნალისტ არარატ მამბრეიანს (იგივე არარატ ჯანი) განუცხადა, რომ "ანორთოსისიდან" წამოვიდა, საქართველოშია და სხვა კლუბებისგან შეთავაზებების მოლოდინშია. მან ცსკა-ში გადასული თორნიკე შენგელიას მხარდამჭერი განცხადება გააკეთა:

"მე გულწრფელად ვუჭერ შენგელიას მხარს, რომლის ცსკა-ში გადასვლას ახლა ხშირად განიხილავენ. ეს კალათბურთელის კარიერაა, რომელიც ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადადის, რათა ევროლიგა მოიგოს და არმიულ კლუბში თავისი კვალი დატოვოს. აქ პოლიტიკის ადგილი არ უნდა იყოს. შენგელია მხოლოდ თავის კარიერაზე ფიქრობს, ის ხომ ცსკა-ში დიდი ფულის გამო არ გადადის. მისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანი
შედეგები და ტიტულებია. აგრეთვე, უნდა დაამტკიცოს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია.

მე მრავალი წელი გავატარე რუსეთში, როცა მოსკოვის "სპარტაკში" ვთამაშობდი, ქვეყნის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში და ტიტულების მოპოვების გარდა, ჩემი მთავარი ამოცანა საქართველოს დროშის აღმართვა გახლდათ და ამას ყოველი შესაძლებლობისას ვაკეთებდი. დარწმუნებული ვარ, შენგელია ცსკა-ში ამასვე გააკეთებს.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ძალიან ბევრი რუსი ტურისტი ჩამოდის. ხომ არავინ ლაპარაკობს პოლიტიკაზე? სპორტი ყოველთვის პოლიტიკისგან გამიჯნული უნდა იყოს. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია ეს საუბრები, რომლებიც არავის ალამაზებს. შენგელია კალათბურთელია, თავის კარიერაზე ფიქრობს, ბუნებით გამარჯვებულია და მაღალი სიმაღლეების დალაშქვრა სურს.

ამიტომ მინდა შენგელიას ცსკა-ში მხოლოდ წარმატებები ვუსურვო. მე ვფიქრობ, ის თავისი თამაშით დაამტკიცებს, რომ გამოჩენილი კალათბურთელი, ლიდერი და გამარჯვებულია. მას მხოლოდ წარმატებებს, გამარჯვებებსა და ახალ ტიტულებს ვუსურვებ".

მკითხველის კომენტარები / 23 /
კაი რა შენც რაღაცას აჯახუნა ფული რათქმაუნდა პირველ ადგილზეა
gela
11 აგვისტო 2020 20:26
0
დროშას რომ იქნევთ რა,პუტინი შეშინდება თუ რა.ფულისთვის ხართ ბიძიკოებო წასულები და ნუ გვაბოლებთ.
თბილისელი
21 ივლისი 2020 00:33
1
ქართველები ჭკვიანები, რომ ვიყოთ რუსეთში უძლიერესი ქართული ლობის შექმნაა შესაძლებელი. იქედან კი ქართული საქმის კეთებას შეძლებდნენ. ნუ რას ვიზამთ ღმერთმა არ მოგვცა ეტყობა ასეთი ჭკუის მადლი.
levani
17 ივლისი 2020 16:21
4
დროშა რა პრობლემაა, რუკას გვედავება რუსეთი თორემ დროშას გედავებათ ვინმე?
თ.ბ.
16 ივლისი 2020 21:09
1
ჰო, ფულის გულისთვის არ გადადის. ისე აგიდგეს შენ გვერდები.
სტატუს ქუო
15 ივლისი 2020 16:19
2
შენნაირი ნიჭირი ფეხბურთელი და კიდევ ორ სამ შენნაირს თავი გული და მონდომება რო ჩაგედოთ ვარჯიშებში და ევროპაში გაგექაჩათ - მაგ დროშას რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ავაფრიალებდით სხვა ბევრი ქართველი! პატრიოტი! რას ეძახიან ეგენი პატრიოტიზმს!
ბასკი
15 ივლისი 2020 13:24
2
გენაცვალე ლოგიკაში, ზუსტად ეგრეა, ბევრი ვარჯიში, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია, აი, რა არის პატრიოტიზმი, დღევანდელ შემადგემლობას შეუძლია ნებისმიერი, ვიმეორებ, ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება, თუ თავს დადებენ ვარჯიშებზე, თუ მიღწევენ მაქსიმუმს, მერე შეეძლებათ საქართველოს დროშა აფრიალონ. ესაა პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი
15 ივლისი 2020 14:33
2
ანესთეზეოლოგი-ს: მემარცხენე თუ მემარჯვენე რადიკალისტი :)))DDD
alexandre
15 ივლისი 2020 12:02
0
მარტო ერთ ადამიანზე და ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე ამხელა ამბის ატეხვა სუბიექტურია! ჩვენ სახემწიფომ უნდა გადავწყვიტოთ,ვემიჯნებით თუ არა ყველა საკითხში რუსეთს და თუ გვაწყობს გამოვუცხადოთ ყველაფერში ბლოკადა: სპორტში,ტურიზმში,ვაჭრობაში,ბიზნესებში,მომღერლებში,ხელოვნებაში,გაზში,ნავთობში,ტრანზიტში და ასე შემდეგ!გვაწყობს ეს ხალხო? ამ შემთხვევაში შენგელია სახელს და დიდებას უფრო მოუტანს საქართველოს ვიდრე ცუდს! სპორტი ხომ უპირველესად სახელი და დიდებაა! ეს კლუბი ევროპის ნომერ პირველი კლუბია,უნდა გავათვიცნობიეროთ კარგად ეს რას ნიშნავს!
kaxa
15 ივლისი 2020 11:36
10
ჯანო ელოდება იქნებ რომელიმე რუსულმა კლუბმა წაიყვანოს, რომ კიდევ აღმართოს ქართული დროშა
gio
15 ივლისი 2020 10:30
0
1.ცალსახაა - რუსეთი საქართველოს მტერია.
2.ცალსახაა - რუსეთი ოკუპანტია
3.ცალსახაა - რუსეთმა უამრავი ბოროტება მოუტანა საქართველოს და უფრო მეტს გვიმზადებს.
4.ცალსახაა - რუსეთმა ოღონდ თავი დაგვანებოს, არ ჩაერიოს ჩვენ შიდა პრობლემებში (აფხაზეთი და სამაჩაბლო შიდა პრობლემაა!), არ არსებობს საკითხი, რასაც არ დავთმობდი, სიცოცხლესაც კი, ცსკა-ში თამაშიც პრობლემა არ იქნებოდა... (დროშის საფრიალოდ კი... რა ვიცი...)
alexandre
15 ივლისი 2020 10:17
11
ისიც ცალსახაა რომ უკიდურესად მემარცხენე რადიკალისტი ხარ და კომენტარიც შესაბამისი გაქვს სპორტულ საკითხზე.
ანესთეზეოლოგი
15 ივლისი 2020 10:51
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული