კალათბურთი

ლეგიონერები

ცსკა-მ თორნიკე შენგელიას 23-ნომრიანი მაისურების რეალიზაცია დაიწყო

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-მ გუნდის ახალწვეულებს ნომრები გაუნაწილა და თორნიკე შენგელია 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მას ეს ნომერი დენიელ ჰეკეტმა დაუთმო, რომელმაც 10 ნომერი აიღო. "ჰეკეტის გულუხვობის შედეგად შენგელიამ ნომერი შეინარჩუნა, რომლითაც ევროლიგაზე მისი თამაშის ყურებას გულშემატკივრები მივეჩვიეთ", - წერს "არმიული" კლუბის საიტი.

შენგელიას მაისურის შეძენა 2 500 რუბლად (დაახლოებით 35 დოლარი) შეიძლება.

ნიკოლა მილუტინოვი 33-ე ნომრით ითამაშებს, ხოლო დერან ჰილიარდმა ნომერი შეიცვალა და მე-6 ნომრით იასპარეზებს.

Sportall.Ge

შენგელიამ "ბასკონიაში" გატარებული 6 სეზონის შემდეგ ცსკა-სთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ცსკა სეზონს სექტემბერში ВТБ ლიგის გათამაშებით
იწყებს.