ცსკა-მ თორნიკე შენგელიას 23-ნომრიანი მაისურების რეალიზაცია დაიწყო

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-მ გუნდის ახალწვეულებს ნომრები გაუნაწილა და თორნიკე შენგელია 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მას ეს ნომერი დენიელ ჰეკეტმა დაუთმო, რომელმაც 10 ნომერი აიღო. "ჰეკეტის გულუხვობის შედეგად შენგელიამ ნომერი შეინარჩუნა, რომლითაც ევროლიგაზე მისი თამაშის ყურებას გულშემატკივრები მივეჩვიეთ", - წერს "არმიული" კლუბის საიტი.

შენგელიას მაისურის შეძენა 2 500 რუბლად (დაახლოებით 35 დოლარი) შეიძლება.

ნიკოლა მილუტინოვი 33-ე ნომრით ითამაშებს, ხოლო დერან ჰილიარდმა ნომერი შეიცვალა და მე-6 ნომრით იასპარეზებს.

Sportall.Ge

შენგელიამ "ბასკონიაში" გატარებული 6 სეზონის შემდეგ ცსკა-სთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ცსკა სეზონს სექტემბერში ВТБ ლიგის გათამაშებით
იწყებს.

მკითხველის კომენტარები / 32 /
უღირსრბო კაცი გამოდგა სამწუხაროს. ვწუხვარ კიდევ ერთხელ ჩაგვაფურთხეს სულში. ერთი კითხვა მაქვს. ქართველთა ეროვნული გუნდის კაპიტანი, სახე და მთავარი ვარსკლავი რუსეთის არმიის ჰიმნზე რომ გაიჯგიმება კვირაში ოთხჯერ ეს ნორმალურია თქვენი აზრით? ცხინვალიდან და ახალგორუდან დევნილი ოჯახი რომელმაც ყველაფერი დაკარგა,რომ ჩაუჯდება საგულშემატკუვროდ ეროვნულ ნაკრებს იმ გუნდის კაპიტანს ერთი კვირით ადრე რუსეთის არმიის ლოგოიანი მაისური რომ ეცმევა ამ ქართველმა ოჯახმა უნდა უგულშემატკივროს ნაკრებს? ამას თხოვთ რომ არ მიაქციოს ყურადღება რადგან ეს ბიჭი ( მე პირადად მაგის სახელს აღარ ვახსენებ) გაიზარდა თურმე ბასკონიისთვის და რა ექნა? ანდაც ქუჩაში რომ შეხვდეს შვილმოკლული მამა შენგელიას და გულმკერდუს იმ ადგილას სადაც არმიის ლოგონქონდა ცოტა ხნის წინ დაკრული რომ შეაფურთხოს ვინმე გაამტყუნებს?
საბა
17 ივლისი 2020 21:33
5
საბა, არც მე მიხარია მისი ნახვა ცსკა-ში. მერჩივნა ნებისმიერ სხვა გუნდში მენახა, მაგრამ ეს ჩემი შეხედულებაა ისევე როგორც ბევრი ქართველის.

ახლა ამასა და აგრესიას შორის არის ვეებერთელა ზღვარი... არაა შეურაწყოფა და აგრესია "მეტი" პატრიოტიზმის გამომხატველი. პირიქით, პროვინციალურ პატრიოტიზმის გამომხატველია.

შენგელიას მოუწევს იმ ფაქტთან ჭიდილი, რასაც მისი ქვეყნის მოსახლების დიდი ნაწილოსგან მისი ამ ნაბიჯის კრიტიკა ქვია. ესაა ფაქტი და ვინაა მართალი და ვინ მტყუანი მაგას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს უკვე მისი კარიერის და სპორტის ისტორიაში დარჩება სამწუხაროდ. დარწმუნებული ვარ ეს უკვე იცის.

ახლა, ვინ ვის აფურთხებს სულში როცა ყოველ თვე პუტინის რეჟიმის დამფინანსებელ გაზპრომს ვუხდით ფულს ქართველები?

გამოვხატოთ აზრი, დამოკიდებულება და შევეშვათ ამ აგრესიებს და შეურაწყოფებს რაც არ უნდა გვეწყინოს ან გბეტკინოს. ასეა თუ ისე მას გაცილებით მეტი აქვს გაკეთებული ქვეყნის სახელის გატანისათვის ვინდრე ბევრ ჩვენგანს.
საბას
18 ივლისი 2020 11:35
4
ნომრის მიცემითაც კი დააკნინეს და პროპაგანდისტულად გამოიყენეს რუსებმა, როგორც სჩვევიათ. 23 თებერვალია რუსული არმიის დღეა და ზუსტად ქართველს ჩააცვეს არმიის სპორტულ კლუბში 23 ნომრიანი მაისური. ესე გამოიყენებენ თავიანთ ბინძურ პროპაგანდისტულ სქემეებში ყოველთვის, მაგიტომაც გადაიყვანეს რომ ქართველების რაღაც ნაწილმა მაინც უგულშემატკივრის რუსულ კლუბს და რუსული საქმის გულშემატკივრობს მიაჩვიონ, ესეთი ვითომ წვრილმანებით.
იოანე
17 ივლისი 2020 12:02
8
იოანე კი არა ავადმყოფი ხარ, ნამდვილი ღვარძლიანი ავადმყოფი! მაიკ ჯორდანი 23 ნომერი!მერე ლებრონ ჯეიმსსს 23 ნომრიანი მაისური რისთვის მისცეს ხომ ვერ გვეტყვი?!- ალბათ პუტინის საპატივცემულოდ?! იქნება არც იცი თორნიკე ბასკონიაშიც 23 ნომრით რომ გამოდიოდა?! მოკლედ ... რა უნდა გელაპარაკო, აზრზე არ ხარ!
aburjga
21 ივლისი 2020 17:58
0
ეს უკვე შენი ფანტაზიებია, რადგან როგორც ჩანს წარმოდგენა არ გაქვს კალათბურთის შესახებ. 23 ნომერი ბევრ სპორტსმენს ურჩევნია, პირველ რიგში კალათბურთელებს.
დაგუგლე - მაიკლ ჯორდანი. და მიხვდები. ლებრონ ჯეიმსიც შეიძლება ან დევიდ ბექჰემი.
124566
21 ივლისი 2020 09:49
0
ყველა გამოხმაურება
შენ იქნებ მოაგვარო ურთიერთობა რუსეთთან? ეცადე მაინც არ ვხუმრობ
ნანა
17 ივლისი 2020 11:35
8
აბა, 20-იანი მაისურით უნდა ითამაშოს 20% ოკუპირებულ ტერიტორიას რომ გაუსვას ხაზიო?! არა ბიჭო, ბურთის ჩაგდებისას მაისურს გაიხდის და აჩვენებს აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოა....
დათო
17 ივლისი 2020 09:22
4
მაგას იზამს და გაუშვებენ გუნდიდან.
levani
20 ივლისი 2020 19:52
0
პირველად ვწერ კომენტარს თოკოს და ცსკას ამბების გახმოვანების შემდეგ. გული მეტკინა და ცუდის დაწერა არ შემიძლია, სასიხარულო კი ნახევრად, თუ მეტად არა სევდიანია. ჰოდა ჩემი ჭკუით ასე გამოვხატე პროტესტი, რომ უკომენტაროდ დავტოვე. აწიც არაფერს დავწერ მის შესახებ, თორემ თამაშებსაც ვუყურებ და ვუგულშემატკივრებ. არა ცსკას, თოკოს. არ მემეტება "გასაწირად" და გინდა მომკალით...და საერთოდ, მორჩით ამ კინკლაობას.
emigranti
17 ივლისი 2020 01:00
18
ნუ შევურიგდებით ასეთების უზნეო და შეურაცხმყოფელ საქციელს. ჩვენი ხალხისგან „კაი ჯანდაბას, რაც უნდა ის ქნას“ დამოკიდებულება რომ არა, ამდენას ვერ გაბედავდა.
ჯერი
17 ივლისი 2020 12:07
4
ჯიგარი ხარ
სააკაძე
17 ივლისი 2020 10:36
7
2,500 რუბლი მაისურის ფასია თუ თორნიკესი?
ცნობისმოყვარე
16 ივლისი 2020 22:57
19
არასოდეს. არ მოეგოს. ევრო ლიგა რუსული კლუბის მაისურით
macbook pro
16 ივლისი 2020 22:24
12
ჩვენს საამაყო კაპიტანს, გაეხარებინოს მისი გულშემატკივრები.
გუგა
16 ივლისი 2020 20:57
45
სამწუხაროდ, საამაყო აღარაა.
გია
17 ივლისი 2020 11:28
4
რა რა და საამაყო ნაღდად არაა...
paradox
16 ივლისი 2020 22:55
10
თოკოს არჩეულია მოსკოვის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი(ცსკა)და ვერ შეედავები. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მის შესანიშნავ სპორტულ კარიერას შეეძლო უფრო ბრძნული გადაწყვეტილება მიეღო.
ოზეკი
16 ივლისი 2020 20:46
7
საიდან რას ფიქრობთ?! რამდენი ქართველი ფედბურთელი თამაშობს რუსეთის პრემიერ ლიგაში,რამდენი ქართველი რეგბისტია რუსეთში,კაჭარავა რომ რუსეთში თამაშობს მოღალატეა? თუ ჯერ რუსეთი არ დაულელეოებიზ?! რატო არ აკრიტიკებდით მარკოიშვილს, სანიკიძეს ან ბუს? მიდი თოკო ევროლიგა და MVP გვინდა!!
Chaachi
16 ივლისი 2020 20:24
35

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული