ცსკა-მ თორნიკე შენგელიას 23-ნომრიანი მაისურების რეალიზაცია დაიწყო

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-მ გუნდის ახალწვეულებს ნომრები გაუნაწილა და თორნიკე შენგელია 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მას ეს ნომერი დენიელ ჰეკეტმა დაუთმო, რომელმაც 10 ნომერი აიღო. "ჰეკეტის გულუხვობის შედეგად შენგელიამ ნომერი შეინარჩუნა, რომლითაც ევროლიგაზე მისი თამაშის ყურებას გულშემატკივრები მივეჩვიეთ", - წერს "არმიული" კლუბის საიტი.

შენგელიას მაისურის შეძენა 2 500 რუბლად (დაახლოებით 35 დოლარი) შეიძლება.

ნიკოლა მილუტინოვი 33-ე ნომრით ითამაშებს, ხოლო დერან ჰილიარდმა ნომერი შეიცვალა და მე-6 ნომრით იასპარეზებს.

Sportall.Ge

შენგელიამ "ბასკონიაში" გატარებული 6 სეზონის შემდეგ ცსკა-სთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ცსკა სეზონს სექტემბერში ВТБ ლიგის გათამაშებით
იწყებს.

მკითხველის კომენტარები / 32 /
უღირსრბო კაცი გამოდგა სამწუხაროს. ვწუხვარ კიდევ ერთხელ ჩაგვაფურთხეს სულში. ერთი კითხვა მაქვს. ქართველთა ეროვნული გუნდის კაპიტანი, სახე და მთავარი ვარსკლავი რუსეთის არმიის ჰიმნზე რომ გაიჯგიმება კვირაში ოთხჯერ ეს ნორმალურია თქვენი აზრით? ცხინვალიდან და ახალგორუდან დევნილი ოჯახი რომელმაც ყველაფერი დაკარგა,რომ ჩაუჯდება საგულშემატკუვროდ ეროვნულ ნაკრებს იმ გუნდის კაპიტანს ერთი კვირით ადრე რუსეთის არმიის ლოგოიანი მაისური რომ ეცმევა ამ ქართველმა ოჯახმა უნდა უგულშემატკივროს ნაკრებს? ამას თხოვთ რომ არ მიაქციოს ყურადღება რადგან ეს ბიჭი ( მე პირადად მაგის სახელს აღარ ვახსენებ) გაიზარდა თურმე ბასკონიისთვის და რა ექნა? ანდაც ქუჩაში რომ შეხვდეს შვილმოკლული მამა შენგელიას და გულმკერდუს იმ ადგილას სადაც არმიის ლოგონქონდა ცოტა ხნის წინ დაკრული რომ შეაფურთხოს ვინმე გაამტყუნებს?
საბა
21:33 17-07-2020
5
ნომრის მიცემითაც კი დააკნინეს და პროპაგანდისტულად გამოიყენეს რუსებმა, როგორც სჩვევიათ. 23 თებერვალია რუსული არმიის დღეა და ზუსტად ქართველს ჩააცვეს არმიის სპორტულ კლუბში 23 ნომრიანი მაისური. ესე გამოიყენებენ თავიანთ ბინძურ პროპაგანდისტულ სქემეებში ყოველთვის, მაგიტომაც გადაიყვანეს რომ ქართველების რაღაც ნაწილმა მაინც უგულშემატკივრის რუსულ კლუბს და რუსული საქმის გულშემატკივრობს მიაჩვიონ, ესეთი ვითომ წვრილმანებით.
იოანე
12:02 17-07-2020
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული