გომელსკი: შენგელია თავისი თვისებებით გუნდის ლიდერის როლს ძალიან კარგად მიესადაგება

AutoSharing Option
ცნობილმა საკალათბურთო კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ ივარაუდა, თუ როგორ ითამაშებს ცსკა კაილ ჰაინსის წასვლის შემდეგ და ერთი გულშემატკივრის რეპლიკას უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ კლუბის პრეზიდენტ ანდრეი ვატუტინის თქმით, ჰაინსის გუნდში დარჩენის შემთხვევაში, თორნიკე შენგელიას არ შეიძენდნენ.

"ვატუტინის ეს ინტერვიუ ყურადღებით წავიკითხე. იქ ასე კატეგორიულად არ იყო ნათქვამი. ითქვა, რომ ჰაინსის წასვლის შემდეგ გუნდს მოედანსა და გასახდელში ლიდერი სჭირდებოდა.

შენგელია თავისი ლიდერული თვისებებით ამ როლს ძალიან კარგად მიესადაგება. თუმცა, ამპლუით შენგელია ჰაინსისგან ძალიან განსხვავებულია. ასე რომ, იტუდისს დაცვაში, სამწამიან ზონაში დაზღვევის პრობლემა
ექნება გადასაჭრელი.

ჩემი აზრით, დაცვაში დიდი სამუშაოს შესრულება მილუტინოვს მოუწევს. შეტევაში კი მეტოქის ფარზე შენგელიას უნარები პლუს მილუტინოვი - შეუძლიათ კაპიტნის წასვლის კომპენსირება", - განაცხადა გომელსკიმ თავის ვებ-კონფერენციაზე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა იყო კეფით წერ...
გიო
27 ივლისი 2020 07:45
1
კახა ჯერ გამართულად ისწავლე წერა და მერე დაწერე.ქართულია თუ ჩინური კაცი ვერ გაიგებს
ზაზა
25 ივლისი 2020 12:27
0
ღღღღA ბოდვაა პოზიციის Mიხედვიტ ლიდერი როგორ Uნდა აირცჰეს თU გახდეს ლიდერი შHეიდზკება მეკარეც იყოს Mცველიც ტავდამსხმელიც ამ Dროს გამტამასჰებელიც ცენტრიც Dა 4 ნომეტიც მსუბუქი Fორვარდიც ლიდერობას სჰინაგანი თVისებები და Xასიატის სიმტკიცე კრიტიკულ Mომენტსჰი გუნდის ხელსჰი Aყვანა და შჭIრად წარმარტვა სიტუაციიც Aრამარტო მოედანზე გასახდელსჰიც Mაპატიეტ ასე წერს Aმ კლავიტურაზე
Kaxa
25 ივლისი 2020 00:57
18
კლავიატურაზე ასოების გადიდება ანუ caps lock-ი გამორთე და წერე ბედნიერად :))
კახას ვენაცვალე
25 ივლისი 2020 22:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული