კალათბურთი

ლეგიონერები

გომელსკი: შენგელია თავისი თვისებებით გუნდის ლიდერის როლს ძალიან კარგად მიესადაგება

AutoSharing Option
ცნობილმა საკალათბურთო კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ ივარაუდა, თუ როგორ ითამაშებს ცსკა კაილ ჰაინსის წასვლის შემდეგ და ერთი გულშემატკივრის რეპლიკას უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ კლუბის პრეზიდენტ ანდრეი ვატუტინის თქმით, ჰაინსის გუნდში დარჩენის შემთხვევაში, თორნიკე შენგელიას არ შეიძენდნენ.

"ვატუტინის ეს ინტერვიუ ყურადღებით წავიკითხე. იქ ასე კატეგორიულად არ იყო ნათქვამი. ითქვა, რომ ჰაინსის წასვლის შემდეგ გუნდს მოედანსა და გასახდელში ლიდერი სჭირდებოდა.

შენგელია თავისი ლიდერული თვისებებით ამ როლს ძალიან კარგად მიესადაგება. თუმცა, ამპლუით შენგელია ჰაინსისგან ძალიან განსხვავებულია. ასე რომ, იტუდისს დაცვაში, სამწამიან ზონაში დაზღვევის პრობლემა
ექნება გადასაჭრელი.

ჩემი აზრით, დაცვაში დიდი სამუშაოს შესრულება მილუტინოვს მოუწევს. შეტევაში კი მეტოქის ფარზე შენგელიას უნარები პლუს მილუტინოვი - შეუძლიათ კაპიტნის წასვლის კომპენსირება", - განაცხადა გომელსკიმ თავის ვებ-კონფერენციაზე.