ბითაძე NBA-ში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ზუსტი სამქულიანით და 0 პერსონალურით

AutoSharing Option
ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში "ფენიქს სანსთან" ითამაშა.

სამი მოგების შემდეგ "ინდიანა პეისერსი" 99:114 (23:28, 25:24, 27:34, 24:28) დამარცხდა.

ბითაძე სასტარტო ხუთეულში არ იყო და 10:41 წუთში 3 ქულა (2-დან 0 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი), 1 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 2 იყო - აღსანიშნავია, რომ არც პერსონალური მიუღია და არც ბურთი დაუკარგავს.

ცნობისათვის, ინდიანელთა ძირითადმა ცენტრმა მაილს ტერნერმა 32:37 წუთში 17 ქულა, 8 მოხსნა, 3 დაფარება, 2 პასი და 1 ჩაჭრა
მიითვალა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა.

"ინდიანა პეისერსი" 42 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა და 9 აგვისტოს "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" შეხვდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
დღეს 7 აგვისტოა და თორნიკე შენგელიამ რომ ამდენი ილაპარაკა პატრიოტიზმზე ეხლა სადაა, ხმას რატომ არ იღებს დღეს
გენა
18:33 07-08-2020
2
კარგია რომ დაბრუნდა,მაგრამ 4-დან ერთი ზუსტი სროლა,ძალიან ცოტაა.ტრავმიანზეც კი,სროლებზე მუშაობა,ყოველთვის შეიძლება..მგონი თავდაჯერება აქვს დაკარგული და ერთი კარგი მატჩი,აუცილებლად სჭირდება.
სოსო
11:11 07-08-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული