ლებრონს დაუფარა, ახლა ჰარდენს ჩაუჭრა - ბითაძემ და კომპანიამ "წვერა" დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 13 აგვისტოს, NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" "ჰიუსტონ როკეტსი", უფრო სწორად, "ჰიუსტონ როკეტსის" ლიდერი ჯეიმს ჰარდენი დაამარცხა: 108:104.

ჩვენთვის სასიხარულოა, რომ გოგამ პარკეტზე ამჯერად 17 წუთი დაჰყო. ამდენი დრო კარგა ხანია ბითაძეს არ მიუღია. ამ დროში ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა 4 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. სხვათა შორის, 2-დან 1 ბურთი სწორედ ჯეიმს ჰარდენს ჩაუჭრა.

"ინდიანას" რიგებში საუკეთესო მაილს ტერნერი და ჯასტინ ჰოლიდეი იყვნენ. ორივე მათგანმა 18 ქულა ჩააგდო, ტერნერმა პლუს 12-ჯერ მოხსნა
ბურთი. 17 ქულა ედმონ სამნერს ჰქონდა, 16-16 კი - ვიქტორ ოლადიპოსა და დაგ მაკდერმოტს.

"ჰიუსტონის" რიგებში "წვერამ" კი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და გუნდს 45 ქულა, 17 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. თუმცა 1 კალათბურთელის წარმოდგენა გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

"ინდიანა პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4-მე-5 ადგილებს "მაიამი ჰიტთან" იყოფს. რეგულარული სეზონის დასრულებამდე 1 მატჩი აქვს ორივე გუნდს დარჩენილი და როგორც უნდა დასრულდეს ის შეხვედრები, პლეი-ოფის პირველ სტადიაზე სწორედ ეს ორი გუნდი შეხვდება ერთმანეთს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ეს სპორტი მიისაკუთრეს აფრო-ამერიკელებმა, მათი შინაური კლუბია! თუ გასოლის, ნოვიცკის ან დონჩიჩის დონის არ ხარ ზანგები არ გაგახარებენ! ახლა გინდა რასისტი მიძახეთ და გინდა ტრამპისტია, ასეა ეს!
aburjga
18:37 13-08-2020
0
სპორტული პრინციპითაც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება თანაგუნდელის მასეთი დაიგნორება.სულ რომ მტერთან თამაში გიწევდეს გუნდს აზიანებ როცა ცარიელში ან აშკარა უპირატესობაში მყოფ თანაგუნდელს ბურთს არ აძლევ.ვინაა ამაზე პასუხისმგებელი?მწვრთნელი.მწვრთნელმა თავზე უნდა დაახიოს ყველას ის დაფა რაც უკავია ხელში ვინც მსგავს მომენტებში გუნდურ თამაშს არღვევს მაგრამ მწვრთნელიც აიგნორებს გოგას და დიდად არ აინტერესებს.ბიჭს არბენინებენ უბურთოდ და მერე იტყვიან აი ხომ მივეცით 15-17 წუთი დრო მაგრამ რა გააკეთაო.რას გააკეთებს როცა ბურთს არ აძლევენ.აშკარად ჩაგრავენ და თუ არ უნდოდათ ამ დედააფეთქებულებს გოგას აყვანა რას აიყვანეს მაშინ ვინ ეხვეწებოდათ.სხვა გუნდი უნდა ნახოს თორემ ინდიანაში თუ დარჩა დაინგრევს(დაუნგრევენ) კარიერას
ბაბუ
15:07 13-08-2020
1

სიახლეები პოპულარული