ბითაძეს "მაიამის" კალათბურთელი შეეჯახა და პარკეტიდან საკაცით გაიყვანეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 15 აგვისტოს NBA-ის 2019/20 წლების რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" "მაიამი ჰითს" დაუპირისპირდა და მეტოქე 17 ქულის სხვაობით დაამარცხა - 109:92.

გოგამ პარკეტზე 16 წუთი გაატარა და ამ დროში საკუთარ გუნდს 4 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 2 ბლოკი მოუტანა. ბითაძის პარკეტზე ყოფნის დროს "ინდიანამ" მეტოქეზე 9 ქულით მეტი ჩააგდო.

მატჩის მიმდინარეობისას ერთი არასასურველი ინციდენტიც მოხდა - გოგამ "მაიამის" კალათბურთელ დერეკ ჯონს ჯუნიორს სქრინი დაუყენა, თუმცა ეს უკანასკნელი ქართველს მტკივნეულად შეეჯახა და პარკეტიდან საკაცით გასაყვანი
გახდა.

"ინდიანა პეისერსმა" რეგულარული სეზონი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციაზე დაასრულა და პლეი-ოფის პირველ სტადიაზე მე-5 ადგილოსანს, დღევანდელ მეტოქე "მაიამის" შეხვდება. პირველი მატჩი 19 აგვისტოს გაიმართება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 14 /
შენი წონა ბინტი კი აქვს ფეხებზე დახვეული , ამიტომ ჭკვიანად იყავით თქვენც და თედიაშვილიც და ღმერთმა ქნას დიდი ვარსკვლავი გახდეს.
ddgfdf
01:17 18-08-2020
0
მართლა საგარეჯოელია,მამა-პაპა საგარეჯოელია და რატო გიკვირს ვერ ვიგებ,მსოფლიო დონის სპორტსმენი ერთი გვყავს საგარეჯოელებს თუ ორი?არსენა მეკოკიშვილი,ლევან თედიაშვილი-ჯერ დედამიწაზე არ დაბადებულა არცერთის მსგავსი სპორტსმენი. ქვა რო გადააგდო საგარეჯოში მსოფლიო ჩემპიონს დაეცემა თავზე,ასე რო...
რაც შეეხება გოგას-აქ ზოგი წერს მორცხვიაო,ზოგი წერს პასს არ აძლევენ სპეციალურად ტერნერის დავალებითო და რა ვიცი ,ზოგი რას და ზოგი რას.ხო აბა,ჯეიმსს რო დაუფარა ჯერ შიშისაგან არ იცოდა რემბოევჩს რა ექნა და მერე სირცხვილისაგან აწითლდა.რაც არ იცით არ უნდა თქვათ.და სუყველგან შეთქმულებებს ნუ ხედავთ რა...გოგამ თავად უკეთ იცის რა უნდა გააკეთოს.თვითონ გოგა ძალიან მადლობელია ტერნერის და საბონისის,ორივე მაგრად უდგას გვერდით,ეხმარებიან და ასწავლიან ბევრ რამეს.გოგა არ ჩქარობს და იცის რო მაგის დროც მოვა და ეს დროც მალე მოვა.ცოტა ხანში ყველა ნახავთ როგორ გამოადგება გოგას ტერნერისა და საბონისის გვერდით თამაში. მე ერთხელ ვთქვი-ნიკოლა იოკიჩის და პორზინგისის ვარსკვლაობა უნდა გადაფაროს მეთქი გოგამ და ნახავთ ცოტა ხანში რა ბიჭი გვეზდება ქართულ სპორტს. ეშინია არა დიპლიპიტო,ცოტათი რო მაინც იცნობდეთ ვისი გორისაა ამას არ იტყოდით,პირიქით მაგარი უშიშარი და ძაან ჟილკიანი ბიჭია,ეგ მიხწეულით არასოდეს დაკმაყოფილდება ყველანი დარწმუნდებით მალე!!!
წარმატებები გოგას და ყველა ქართველ ღირსეულ სპორტსმენს!!!
Jordan beli
22:30 15-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული