კალათბურთი

ლეგიონერები

თორნიკე შენგელიამ მბა-სთან 9 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში მოსკოვის ცსკა-მ მბა-ს იოლად სძლია - 99:63, მძიმე ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ კი 9 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.

ასეთივე შედეგი ჰქონდა სერბ ცენტრ ნიკოლა მილუტინოვს, ხოლო სპარინგში საუკეთესო 19 ქულით "არმიელთა" ამერიკელი ლეგიონერი მაიკ ჯეიმსი იყო.

ცსკა-ს მთავარი მწვრთნელის დიმიტრის იტუდისის თანაშემწემ ანდრეას პისტიოლისმა განაცხადა, რომ გუნდი ვარჯიშებზე ბევრს მუშაობს, ცოტა გადაიღალნენ კიდეც და როდესაც პოტენციალის რეალიზაციას მიაღწევენ, სულ სხვა შედეგი ექნებათ.

ასევე დაგაინტერესებთ