კალათბურთი

ლეგიონერები

ევროლიგის საუკეთესო მექულე: შენგელია ბოლო წლებში წარმოუდგენლად ძლიერი გახდა

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-ს გამთამაშებელმა მაიკ ჯეიმსმა კლუბის "იუთუბგვერდთან" საუბრისას კომენტარი "არმიელთა" ახალწვეულ თორნიკე შენგლიას შესახებ გააკეთა.

"ბოლო ნახევარი წელია ერთმანეთს არ შევხვედრივართ, ახლა კი ძველი რიტმის დაბრუნებასა და კალათბურთით კვლავ სიამოვნების მიღებას ვცდილობთ.

შენგელია და მილუტინოვი კარგი ბიჭები არიან. მე და თოკო "ბასკონიაში" ერთად ვთამაშობდით. მას შემდეგ დაუჯერებლად ძლიერი კალათბურთელი გახდა, ძალიან, ძალიან მოუმატა.

როცა ასეთ ბიჭებს უშუალოდ მუშაობის პროცესში ყოველდღე ხედავ, კიდევ უფრო დიდი პატივს სცემ მათ", - განაცხადა ჯეიმსმა.

მაიკ ჯეიმსი და თოკო ერთად "ბასკონიას" რიგებში 2 სეზონის მანძილზე თამაშობდნენ
- 2014-16 წლებში. მაიკი გასულ, ნაადრევად დასრულებულ სეზონში ევროლიგის საუკეთესო მექულე გახდა, საშუალოდ 21,1 ქულას აგროვებდა. აღსანიშნავია, რომ ჯეიმსი ევროლიგის წინა სეზონშიც საუკეთესო იყო.

ასევე დაგაინტერესებთ