კალათბურთი

ლეგიონერები

შენგელიამ ქართველი გულშემატკივრების ნეგატიურ კომენტარებზე ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ რუსული სააგენტო News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კომენტარი მისი მისამართით გამოთქმულ ნეგატიურ შეფასებებზე გააკეთა.

"ცხადია, კომენტარებს ვკითხულობდი. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ დავმშვიდდი და კარგა ხანია, რაც ქართველ გულშემატკივარს ყველაფერი ავუხსენი.

მეორეც, დიდ ყურადღებას მედიაში გამოთქმულ და დაწერილ ნეგატიურ კომენტარებზე არ ვამახვილებდი. ჩემთვის მთავარია, რომ ჩემმა ოჯახმა, ადამიანებმა, ვისაც ვიცნობ და მიყვარს, მხარდაჭერა გამომიცხადა.

მიმაჩნია, რომ დრო ყველაფერს საკუთარ ადგილას დააყენებს", - განაცხადა თოკომ.

ასევე დაგაინტერესებთ