კალათბურთი

ლეგიონერები

თორნიკე შენგელიამ "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო - ცსკა დამარცხდა

AutoSharing Option
ევროლიგის პირველ ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა სტუმრად 66:76 დამარცხდა "ბარსელონასთან".

მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 10 ქულით მოიგეს და მიუხედავად სტუმართა მცდელობისა (ერთხელ სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს), კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს.

რაც შეეხება შენგელიას, თავის გუნდში უდავოდ საუკეთესო იყო - 32:33 წუთში 15 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 20 იყო.

8 ოქტომბერს, მეორე ტურში ცსკა "მაკაბის" უმასპინძლებს.