კალათბურთი

ლეგიონერები

შერმადინს ვერ აჩერებენ - ყოფილ გუნდთანაც გაიბრწყინა

AutoSharing Option
ჩინებულ სეზონს ატარებს საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი, ის თითქმის ყოველ მატჩში საუკეთესოა და მისმა გუნდმა ესპანეთის ჩემპიონტზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ლიგა ენდესას მე-7 ტურში "იბეროსტარმა" სტუმრად 86:79 სძლია შერმადინის ყოფილ გუნდ "უნიკახას".

გიორგიმ 27:24 წუთში 22 ქულა (8-დან 8 ორქულიანი, 7-დან 6 საჯარიმო), 7 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა და სარგებლიანობის 32-იანი კოეფიციენტით კვლავ MVP გახდა.

"იბეროსტარი" 6 მოგებით ლიდერია (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 31 ოქტომბერს "გრან კანარიას" უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ