"მომდევნო სეზონი გოგასთვის მნიშვნელოვანია..."

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, "ინდიანა პეისერსმა" 2019 წელს გოგა ბითაძე ლატარიის პირველივე რაუნდში აირჩია.

მიუხედავად იმისა, რომ "პეისერსს" ორი მაღალი კლასის ცენტრი ჰყავდა, მათ მაინც გოგაზე შეაჩერეს არჩევანი.

ქართველი პირველ სეზონში ლიმიტირებულ დროს იღებდა და შესაბამისი სტატისტიკაც გააჩნდა, მაგრამ ბითაძეს მართლაც რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.

ლიმიტირებულ დროში გოგა 3.2 ქულას, 0.4 გადაცემას და 2.0 მოხსნას ასრულებდა.

"ინდიანას" ცენტრის, მაილის ტერნერის სტატისტიკა ასეთია - 36 წუთში 14.8 ქულა, 8.0 მოხსნა და 2.6 დაფარება.

გოგა მაილისის დროით თუ დაიტვირთება, დაახლოებით იდენტურ ციფრებს მივიღებთ. უხეშად
რომ ვთქვათ, როდესაც მაილისი ტრავმის გამო ვერ თამაშობდა, ბითაძე 13.1 ქულას, 8.1 მოხსნას და 2.8 დაფარებას ასრულებდა, რაც ახალწვეულისთვის, რა თქმა უნდა, შესანიშნავი შედეგია.

"მომდევნო სეზონი გოგასთვის მნიშვნელოვანია. გუნდში ახალი მწვრთნელი მოვიდა და ის მან სწორად უნდა გამოიყენოს. 20 წლის ასაკში ბითაძეს აქვს შანსი, "ინდიანა პეისერსის" ჯოკერი გახდეს". - წერს ლუკა პერიში 8points9seconds-ის გვერდზე.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯოკრობისას ვერაფერს ვიტყვი,მაგრამ შესვენების პერიოდში,გოგამ სამქულიანებში თავდაჯერება თუ არ აღიდგინა,ძალიან გაუჭირდება თავის დამკვიდრება,ძირითადში.მას გაცილებით მეტი შეუძლია და ვიცი,რომ ყველაფერს შეძლებს.
სოსო
13:01 05-11-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული