კალათბურთი

ლეგიონერები

მაკფადენის 21 ქულა და ბურგოსელთა იოლი გამარჯვება იტალიურ "ბრინდისისთან"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა თად მაკფადენმა მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა და თავის ესპანურ კლუბს, "სან პაბლო ბურგოსს" გაამარჯვებინა. ბურგოსელებმა, რომლებმაც მაკფადენის წინამძღოლობით ფიბას ჩემპიონთა ლიგა გასულ თვეში მოიგეს, ამ ტურნირის ახალ გათამაშებაში მეორე ტურის მატჩი იტალიურ "ბრინდისისთან" გამართეს და სოლიდური სხვაობით – 93:71 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 24:11 წუთში 21 ქულა, 3 პასი და 2 მოხსნა მოაგროვა. მაკფადენმა 5-დან 3 ორქულიანი, 10-დან 4 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების
კოეფიციენტმა 17 შეადგინა. ამ მხრივ მასზე მეტი მონაგარი (19) ომარ კუკს ჰქონდა, რომელმაც 9 ქულა, 9 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ამ მატჩის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში ოთხივე გუნდს – "ბურგოსს", "ბრინდისის", "ოსტენდეს" და "დარუშაფაკას" თითო მოგება-წაგება აქვს. მორიგ მატჩს "ბურგოსი" 9 დეკემბერს, შინ თურქულ "დარუშაფაკასთან" გამართავს.

წყარო: GBF.GE