შერმადინის 13 ქულა და მისი "ტენერიფეს" გამარჯვება ვალენსიაში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრების შეკრებაზე ფინეთში გიორგი შერმადინი კარგი განწყობით მიდის. დღეს, ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში მისმა “ტენერიფე იბეროსტარმა” სტუმრად “ვალენსია” დაამარცხა – 95:89. ვალენსიელებს ბოლო წლებში დიდი ამბიციები აქვთ და მათი სტუმრად დამარცხება საკმაოდ კარგი შედეგია.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და გამარჯვებაში დიდი წილი დაიდო. საბოლოოდ მისი მონაგარი იმდენად დიდი არ არის, რამდენადაც მისი როლი ვალენსიელთა გატეხვაში. ბოლო პერიოდში, როცა ტენერიფელები 8 ქულით ჩამორჩებოდნენ, შერმადინმა ზედიზედ 6 ქულა ჩააგდო და ტენერიფელთა გაქცევას დაუდო სათავე.

შეხვედრის დასკვნით წუთებში შერმადინის გუნდმა უკვე
პერიმეტრიდან დაბომბა მეტოქე და ისე გაიმარჯვა, ამბიციური მასპინძლებისთვის შანსი არ მიუცია. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 26 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 12-დან 6 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. გამარჯვებულთაგან 22 ქულითა და 7 პასით საუკეთესო იყო მარსელინიო უერტასი.

10 მოგებითა და 1 მარცხით ტენერიფე ცხრილში მეორე ადგილზეა. პირველზე დაუმარცხებელი რეალია. მომდევნო მატჩს შერმადინის გუნდი 5 დეკემბერს, შინ “მონბუსთან” გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული