ნაკრებში გამგზავრებამდე შენგელიამ "რეალს" 15 ქულა ჩაუგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მძიმე ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ევროლიგის მე-11 ტურში მოსკოვურმა გუნდმა სახლში "რეალი" 74:73 დაამარცხა.

შენგელია მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა სასტარტო ხუთეულში დააყენა და 27:31 წუთში 15 ქულა (8-დან 5 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო) და 7 მოხსნა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 15 იყო.

თორნიკეზე შედეგიანი 28 ქულით მხოლოდ მისი თანაგუნდელი მაიკ ჯეიმსი გახლდათ.

ცსკა 8 მოგებით მე-2 ადგილზეა და 3 დეკემბერს "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებს, შენგელია კი საქართველოს ნაკრებს ფინეთში შეუერთდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ცსკა მოსკოვის მოთამაშე--- მკიდია!
Putinoid
27 ნოემბერი 2020 16:11
14
ეგ კიდე კაპიტანია? რაღა გვიჭირს აბა. მოიკლავს თავს საქართველოსთვის :)
1234
27 ნოემბერი 2020 12:43
31
შენს ჯინაზე თორნიკე, დიდხანს იქნება საქართველოს ნაკრების კაპიტანი!!!!
გია
27 ნოემბერი 2020 20:16
3
ცოტა არ ტეხავს იმ ადამიანის ლანძღვა რომელიც სხვა გუნდში გადადის და მისი მთავარი პირობა ნაკრებში გაშვებაა. ამას რომელი გუნდი დათანხმდება??? მაგრამ შენგელიამ თავისი გაიტანა.
texavs!!!
27 ნოემბერი 2020 17:12
1
წარმატებები თორნიკე შენგელიას!
თბილისი
27 ნოემბერი 2020 11:01
9
კარგია სანაკრებოდ ფორმა აიკრიფა. ისედაც დიდი დანაკლისი გვაქვს და კარგია რომ ჩადგა მწყობრში, წინა შეხვედრებში რაღაც არ მისდიოდა თამაში. წარმატებები თოკო!
tariel
27 ნოემბერი 2020 05:22
11
ამის ბედნზეა პანდემია მემგონი ამას კიდე კაი დღე დაადგება ნაკრების საშინაო თამაშზე. ჯობია კაპიტნობა დატოოვოს უთავმოყვარეო და უტრაკო კაპიტანი არ გვჭირდება საერთოდ არ მიყურებია ცეესკაში მაგის თამაში და არც ვაპირებ არასოდეს ასე უქნიათ ყველა თამაში წაუგიათ :))
Papuna
27 ნოემბერი 2020 04:09
28
პაპუნა, რომ მოკეტო არ ჯობია? აღარ დაიღალეთ თორნიკეს ლანძღვით? გეყოთ ბიჭო მართლა რა?! ყველაფერს აქვს საზღვარი ლანძღვა-გინებასაც კი.
პაპუნას
27 ნოემბერი 2020 11:52
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული