მამუკელაშვილის მორიგი საოცარი მატჩი, მაგრამ დასანანი მარცხი

AutoSharing Option
დღეს, 3 დეკემბერს, სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლ პირატსი” “როდე აილენდს” ესტუმრა და 63:76 დამარცხდა. 

მამუკელაშვილმა, მარცხის მიუხედავად, შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ქართველმა გუნდს 25 ქულა, 10 მოხსნა, 2 გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. 

“პირატსი” 1 მოგებითა და 2 მარცხით აღმოსავლეთის დიდ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს.

მომდევნო მატჩს “სეტონ ჰოლი” 5 დეკემბერს, “ორეგონის” წინააღმდეგ გამართავს.

რაც შეეხება “როდე აილენდს”, მათ 5 თამაშიდან 3 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდათ და ატლანტიკ 10-ის კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებენ.

“როდე აილენდი” მომდევნო მატჩს 13 დეკემბერს,  “ვესტერნ
კენტუკის” წინააღმდეგ ჩაატარებს. 

altმამუკელაშვილი შესანიშნავ ფორმაშია, მისმა გუნდმა პირველი გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
შემდეგ წელს უეჭველი NBA-ში უნდა გავიდეს. ასე თუ გააგრძელა აუცილებლად აირჩევენ
tarieli
03 დეკემბერი 2020 13:56
1

სიახლეები პოპულარული