გზა NBA-მდე! მამუკელაშვილის კარიერის საუკეთესო შეხვედრა "სეტონ ჰოლის" შემადგენლობაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 დეკემბერს, “სეტონ ჰოლ პირატსი” “სტ. ჯონს” დაუპირისპირდა და 77:68 დაამარცხა. 

სანდრო მამუკელაშვილმა კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 32 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

შეგახსენებთ, მამუკელაშვილი თავის გუნდს დაემშვიდობა და სეზონის ბოლოს დრაფტზე დადგება.


altშეუდარებელი მამუკელაშვილი - ქართველის მორიგი საოცარი მატჩი [VIDEO]

 

მკითხველის კომენტარები / 13 /
რა დღეს 31 დეკემბერიო? ხომ კარგად ხართ?
ვახო
05 მარტი 2021 18:50
0
ნურავის ეწყინება მაგრამ პირადად მე არავის ინდივიდუალური მიღწევები და წარმატებები არ მაინტერესებს თუ ეროვნულ ნაკრებს არ ადგება. ნებისმიერ სპორტსმენზე და ნებისმიერ სახეობაზე მაქვს საუბარი.
ანესთეზეოლოგი
05 მარტი 2021 18:37
4
ვინ თქვა, რომ არ ადგება? ნაკრების კანდიდატია.
?
07 მარტი 2021 18:55
0
კარგი შეტევა აქვს, მრავალფეროვანი, დაცვაში სუსტია და ცოტა სისწრაფე აკლია, მაგრამ ეტყობა რომ ჭკვიანია.
ზურა
05 მარტი 2021 15:40
0
დაცვაზე აქვს ბევრი სამუშაო
შაკო
13 დეკემბერი 2020 10:24
1
უნიჭიერესია, ვისაც არ გახსოვთ სანამ ამერიკაში წავიდოდა 99-იანების ევროპის ტოპ 3-ში შედიოდა, მერე რაღაც პერიოდი რეგრესი ქონდა ,ცოტა ფსიქოლოგიურიც, მაგრამ 2020 წლის დასაწყისიდან , წინა სეზონის მეორე ნახევარი და ახლად დაწყებული სეზონი უკვე სხვა დონეზეა , ჯერ მარტო 2,11სმ ტიპი ბურთს როგორ ატარებს გამთამაშებელივით, გინდა ფარქვეშ შესვლა , სამიანიც ძაან სტაბილური აქვს, დაცვა აქვს მკვეთრად მოსამატებელი და ფიზიკაშიც თუ მოუმატებს და ტაქტიკურადაც, მომავალი წლის ზაფხულამდე , დრაფტზე პირველ წრეში მინიმუმ ოცეულში იქნება , თუ ათეულში არა! ყოველთვის მჯეროდა მისი !
და ნაკრები მომავალ წელს წარმოდგენაზეც მაჟრიალებს რა სასტავი გროვდება, ნუ ობიექტურად რო ვთქვათ 4-5 ნომრები ევროპის ტოპ ხუთში ნაღდად ვიქნებით, თუ სამში არა: მამუს და შენგელიას 4-ები არიან ,მაგრამ რაღაც თამაშებში 3-ზეც შეუძლიათ. შერმადინი და ბითაძე , არც კი ვიცი შეცვლაზე ვინ უნდა იყოს, მაგრამ მაინც გოგა მოუმატებს ამ ერთ წელიწადში , რომ მაგ კითხვას მოხსნის :) ნეტა სულ ასეთი კითხვები გვქონდეს სხვა პოზიციებზეც :). ბურჯანაძე , ბეჟანიშვილიც შეიძლება "გავაქართველოდ" თუ დაგვჭირდა ამდენ 4-ანებში.გიგიბერი მოდის კიდე მგონი 18 წლის . მაგრად აქებენ და 1- 2- 3-ზე რათქმა უნდა ახლოსაც ვერ მივლენ ბიჭები, მაგრამ მაინც ვფიქრობ მაქფადენს მადლობა , მაგრამ ამ დიდებს ერთი მაღალი დონის პირველი ნომერი უნდათ და ჯობია მოვძებნოთ ვინმე სხვა. იქ რატიც ღმერთმა ქნას გაიზარდოს ამ დონისთვის, სანაძე იქნებ გადავიდეს საშუალო ევროპულ გუნდში და რავიცი მგონი ყველა ევროპულ გუნდს დავუდგებით ამ შემადგენლობით !!!
iolasha
13 დეკემბერი 2020 00:15
1
კაი ბიჭია, მაგრამ პირველ წუთებში ცოტა ზანტად იყო. ამან მართთლა თუ მოუმატა სერიუზულა ძალა ვიქნებით
Ivan
12 დეკემბერი 2020 22:53
0
ევრობასკეტამდე არ გამოიახოთ ნაკრებში. ასე თუ გააგრძელა ენბიეიში პირველივე რაუნდში აიყვანენ
აქ უფრო განვითარდება ვიდრე ჩვენთან
12 დეკემბერი 2020 22:29
0
ძაან კარგი, იზრდება სწრაფათ..
ძაან მიხარია..
ყოჩაღ!! წარმატებები!
ყველა იზრდება, შედეგი აქვთ...
ამ ფეხბურთელებს რა ჭირთ რა ...!!!
Geo
12 დეკემბერი 2020 18:22
1
მიდი სანდრო. შეგიძლია ლიდერობა და ასე გააგრძელე. დაცვას მოუმატე. სისწრაფეს უმატებ და ასე გააგრძელე და ფიზიკურად მოუმატე. მეტი დრო ტრენაჟორებთან. კარგად მიდიხარ.
ნუგზარი
12 დეკემბერი 2020 17:51
0
ვაა, ძალიან მომატებული აქვს სანდროს და მგონია ამ ტემპით შეიძლება ნაკრების ლიდერიც გახდეს, პირველია სიმაღლიდან გამომდინარე ბურთის ტარებაში და 3 ქულიანის სროლებშიც ბითაძესთან ერთად...ამ ბიჭებმა თუ საჭირო სპროტულ ფორმაში იქნებიან შეიძლება ევროპა განაცვიფრონ, მე კი ,,გამაგიჟონ"
გუსანი
12 დეკემბერი 2020 14:15
1

სიახლეები პოპულარული