კალათბურთი

ლეგიონერები

ბერიშვილის 8 სამიანი და 31 ქულა

AutoSharing Option
მიხეილ ბერიშვილი, რომელმაც 3 დღის წინ თავის გუნდ “ალ შამალს” ბოლო წამზე, შორეული ორქულიანით მოაგებინა, წარმატებულ თამაშს განაგრძობს. მორიგ ტურში ქართველმა ფორვარდმა 8 სამქულიანი ჩააგდო, რითაც ალშამალებს მორიგი გამარჯვების მოპოვებაში დიდად დაეხმარა.

ბერიშვილის გუნდი ერთ-ერთ აუტსაიდერ "ალ რაიანს" ხვდებოდა და მეტოქე 90:76 დაამარცხა, ქართველმა კალათბურთელმა კი 31 ქულა ჩააგდო. მიშამ ტრადიციულად შეუცვლელად – 40 წუთს ითამაშა და 6-დან 2 ორქულიანი, 11-დან 8 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, ამას გარდა კი, აქტივში 8 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 1
ჩაჭრაც ჰქონდა. მიშამ ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

შედეგად, ბერიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა და ეს გამარჯვებულთა საუკეთესო მაჩვენებელი იყო. "ალ შამალი" 4 მოგებითა და 1 მარცხით სატურნირო ცხრილში მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო მატჩს კი 26 დეკემბერს "ალ ვაკრასთან" ჩაატარებს.

GBF.GE