კალათბურთი

ლეგიონერები

ბერიშვილის 24 ქულა "ალ შამალს" "ალ არაბის" დასამარცხებლად არ ეყო

AutoSharing Option
მიხეილ ბერიშვილის "ალ შამალი" ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში უშუალო კონკურენტ "ალ არაბის" გაეჯიბრა და ქართველი ლეგიონერის შედეგიანი თამაშის მიუხედავად დამარცხდა - 74:82.

საინტერესოა, რომ საფინალო სირენამდე 05:43 წუთით ადრე ბერიშვილმა მორიგი სამქულიანი ჩააგდო და "ალ შამალი" 71:62 დააწინაურა, რის შემდეგაც მეტოქე დარჩენილ დროში 20:3 გაიქცა და საბოლოო გამარჯვებაც მას დარჩა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა და 40 წუთში 24 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა. მიხეილმა 6-დან 2 ორქულიანი, 11-დან 6 სამქულიანი და 3-დან 2
საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბერიშვილს შედეგიანობის მხრივ ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა და მას სარგებლიანობის კოეფიციენტის (29) მიხედვითაც ვერავინ აჯობა.

"ალ შამალს" 7 ტურში 2 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი უკვე გაისად, 2 იანვარს, ერთპიროვნულ ლიდერ "ალ გარაფასთან" ჩაატარებს.

GBF.GE