კალათბურთი

ლეგიონერები

მამუკელაშვილმა NCAA-ში თავის მე-100 მატჩში MVP-ის ტიტული დაიმსახურა და გამარჯვება იუბილარ დედას მიუძღვნა

AutoSharing Option
გუშინდელი დღე სანდრო მამუკელაშვილისთვის გამორჩეული იყო. მისი დედის დაბადების დღეს სანდრომ NCAA-ში მე-100 მატჩი გამართა. მამუკელაშვილის ლიდერობით "სეტონ ჰოლმა" "ბატლერი" 68:60 დაამარცხა და ეს გამარჯვება ქართველმა ფორვარდმა დედას მიუძღვნა. როგორც საუკეთესო მოთამაშეს, სანდროს მატჩის შემდეგ ტელეკომპანია FOX-მა კომენტარი ჩამოართვა, სადაც მან სათამაშო ეპიზოდებზე საუბრის ბოლოს დედამისს დაბადების დღე მიულოცა.

მამუკელაშვილი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე და რა თქმა უნდა, MVP გახდა. სასტარტო ხუთეულში მყოფმა მან მოედანზე 38 წუთი დაჰყო და 24 ქულა, 9 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოაგროვა.
საინტერესოა, რომ მამუკელაშვილმა 7-ჯერ ესროლა ორქულიანიც, საჯარიმოც და სამქულიანიც. სანდრომ 7-დან 6 ორქულიანი, 7-დან 2 სამიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მან ბურთი 5-ჯერ დაკარგა, თუმცა მწირექულიან მატჩში სხვა მაჩვენებლებში იმდენად სასარგებლო იყო, რომ შეხვედრის MVP-ის ტიტულის მოპოვება არ გასჭირვებია.

5 მოგებითა და 1 მარცხით "სეტონ ჰოლი" Big East-ის კონფერენციაში მე-2 ადგილზეა. ამერიკაში ცხრილს დაკარგული ქულებით ადგენენ და ამიტომ პირველ ადგილზე 3 მოგების მქონე დაუმარცხებელი ვილანოვას უნივერსიტეტის გუნდია. მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 6 იანვარს, რატი ანდრონიკაშვილის "კრეიტონთან" გამართავს. ქართველი გამთამაშებელი სამწუხაროდ ტრავმირებულია და მოედანზე გაზაფხულამდე ვერ გავა.

GBF.GE