შენგელიას საუკეთესო მატჩი ცსკა-ში - 22 ქულა და MVP-ის ტიტული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთიანი VTB-ლიგის მე-12 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ გასვლაზე 83:63 დაამარცხა "ნიჟნი ნოვგოროდი".

შენგელიამ 20:52 წუთში 22 ქულა (9-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო), 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა და 24-იანი სარგებლიანობის კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.

ცსკა-მ 11 ჩატარებული მატჩიდან 9 მოიგო, მეორე ადგილზეა და 18 იანვარს სარატოვში "ავტოდორს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ცსკაშ-ი პირველ ნომრად და ლიდერად ჯეიმსი ითვლება, შემდეგ კი დანარჩენები..., და ასეც ჩანს როცა ევროპაზე თამაშობენ, ქვეყნის ჩემპიონატში ჯეიმს ხშირად ასვენებენ და ამიტომ შენგელიაც უფრო ჩანს. წარმატებებს ვუსურვებ თორნიკეს.
x.x
04 იანვარი 2021 12:26
0
ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი ჩვენიანია, ამაზე საამაყო რაღა უნდა იყოს.
თოკომოტივი
04 იანვარი 2021 10:56
4
ჩვენი კაპიტნით, ხაზგასმით კაპიტნით, აღტაცების კომენტარები არ ჩანს. რაშია საქმე? დადეთ სასწრაფოდ!!!
SL
03 იანვარი 2021 23:19
11
რა პლეერია ვერ გავიგე. ვიდეოს საერთოD აღარ უშვებს. არადა window 10 მიყენია ორიგინალი
rustavi
03 იანვარი 2021 22:46
0
Ai jeimsi rom ar iyo ra qulebi daagrova, radgan jeimsi roca tamashobs pasebs ishviatad adzlevs
Nukri
03 იანვარი 2021 20:24
4
თვითონ რომ ლიდერია, თოკოში კონკურენტს ხედავს, მაგრამ მოვა ჭკუაზე, თან მალე.
03 იანვარი 2021 21:25
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული