კალათბურთი

ლეგიონერები

ბერიშვილის "ალ შამალი" ლიდერებში გამაგრდა

AutoSharing Option
ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატში კლუბი "ალ შამალი" გალიდერდა, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, მიხეილ ბერიშვილი იცავს.

"ალ შამალმა" ამჯერად "ალ ვაკრას" სძლია (71:67), ქართველმა ფორვარდმა კი ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა და 40 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა.

ბერიშვილმა 5-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო. 7 მოგებითა და 3 მარცხით ალშამალელები პირველ ადგილზე არიან, თუმცა დაკარგული ქულებით 8 მოგებისა და 1 მარცხის მქონე
"ალ გარაფა" და "ალ არაბი" ლიდერობენ. შემდეგ მატჩს ბერიშვილის გუნდი 12 იანვარს, "ალ რაიანთან" გამართავს.

GBF.GE

altბერიშვილის 21 ქულა და მე-6 გამარჯვება ყატარში