შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონამ" ცსკა დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-20 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა მოსკოვში 75:88 დამარცხდა "ბარსელონასთან".

ლიდერების მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, პირველ ტაიმში თანაბარი თამაში მიდიოდა, მეორე ტაიმი კი "ბარსამ" აშკარად უკეთ ჩაატარა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა

შენგელიამ 27:31 წუთში 10 ქულა (6-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 6-დან 3 საჯარიმო), 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 10 იყო.

ყველაზე შედეგიანი 25 ქულით ბარსელონელი კორი ჰიგინსი იყო, რომელიც 28-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა. 19 ქულა მისმა თანაგუნდელმა ალექს აბრინესმა ჩააგდო. ცსკაშ-ში გამორჩეულები
მაიკ ჯეიმსი (18 ქულა) და ნიკოლა მილუტინოვი (15 ქულა) იყვნენ.

ცსკა 15 მოგებით კვლავაც ლიდერია (ბარსელონას 1 მოგებით ნაკლები აქვს) და 22 იანვარს "ფენერბახჩეს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რუსულუ კალათბურთის ადგილი არ არის ევროპაში
qqq
16 იანვარი 2021 15:11
2
ეს წაგება ბევრს არაფერს წყვეტს და ცსკა ისევ პირველ ადგილზე რჩება! დარწმუნებული ვარ თოკო ევროპის ჩემპიონი გახდება და ეგ ბოღმა სასტავი ისევ ბუჩქებში ჩაიმალება.
გრიგოლი1408-ს
16 იანვარი 2021 11:31
18
საჯარიმოებს ძალიან ცუდად ისვრის შენგელია.
სააკაძე
16 იანვარი 2021 08:55
2
შენგელია სადაც უნდა იქ ითამაშებს მისი უფლებაა მე სხვა რამ მინდა ვთქვა ის სუსტია ორქულიანებში ამაზე დაობთ ის ხალხი ვინც მხოლოდ ნაკრების თამაშებს უყურებთ შენგელიას თამაშსს დიდი ხანია ვადევნებ თვალს კი აქვს გამონათებები მაგრამ საერთო ჯამში ბევრს მაზავს და სტატისტიკას დააკვირდით 10-4 7-3 და ასე შემდეგ ჩვენი ნაკრებისთვის შეუცვლელია მაგრამ ევროპაში საშუალო დონის კალათბურთელია შერმადინი გაცილებით ძლიერია ორ ქულიანებში
გიო
16 იანვარი 2021 08:54
4
ჰა, მიკვირდა ცსკა რომ იგებდა ხმას არ იღებდით . წააგო და უცებ ჩასაფრების პოზიციიდან გამოჩნდით.
გრიგოლი1408
16 იანვარი 2021 02:57
24
როგორ არ ვიღებდით! უბრალოდ ცენზურას ვერ გადიოდა ეგ კომენტარები ;)
მიჩინიო
16 იანვარი 2021 08:02
3
ვენაცვალე ბარსელონაააას!!
mees
15 იანვარი 2021 23:41
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული